Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
23:03 5.10.2020

დღეისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ს/ჯ კვლევის ლაბორატორიის პარალელურად, COVID - 19-ტესტირების პროგრამაში ჩართულია 26 სახელმწიფო და კერძო ლაბორატორია.

23:04 5.10.2020

PCR ტესტირებით დადასტურებული COVID - 19-ის შემთხვევათა შორის პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 95 წელი, ხოლო მინიმალური - 1 თვე.

00:17 6.10.2020

ცერცვაძე გადადგომის მცდელობას მთავრობის წევრებთან დაპირისპირებას არ უკავშირებს. მისი თქმით, არც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოუხდენია გავლენა გადაწყვეტილების შეცვლაზე.

09:44 6.10.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში 15-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანის ინფიცირება და 2-ის გარდაცვალება დაადასტურა.

აპრილიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 1765 შემთხვევა, მათგან 640 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.

ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილი 3 პაციენტი გარდაიცვალა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში. მათი გარდაცვალება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას არ შეაქვს ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ.

ჩამოტვირთე მეტი

​
XS
SM
MD
LG