Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
18:39 24.10.2020

ბათუმელი, კოვიდინფიცირებული ეთერ ბახტაძე ასაკის, თანდაყოლილი ჰიპერტონიისა და არითმიის გამო, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რისკის ჯგუფს მიაკუთვნეს. მაგრამ, 81 წლის ქალი რვა დღეში განიკურნა და სახლში დაბრუნდა.

11:21 25.10.2020

საქართველოში გამოვლინდა Covid 19-ით დაინფიცირების 1928 ახალი შემთხვევა

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1928 შემთხვევა - წინა დღესთან შედარებით 13-ით ნაკლები ახალი შემთხვევა.

შემთხვევების დინამიკა ოქტომბერში ასე იცვლებოდა:

1 ოქტომბერი - 448;

2 ოქტომბერი - 453;

3 ოქტომბერი - 471;

4 ოქტომბერი - 554;

5 ოქტომბერი - 578;

6 ოქტომბერი - 549;

7 ოქტომბერი - 508;

8 ოქტომბერი - 472;

9 ოქტომბერი - 527;

10 ოქტომბერი - 519;

11 ოქტომბერი - 523;

12 ოქტომბერი - 478;

13 ოქტომბერი - 569;

14 ოქტომბერი - 680;

15 ოქტომბერი - 919;

16 ოქტომბერი - 887;

17 ოქტომბერი - 958;

18 ოქტომბერი - 1192;

19 ოქტომბერი - 1186;

20 ოქტომბერი - 1194;

21 ოქტომბერი - 1351;

22 ოქტომბერი - 1595;

23 ოქტომბერი - 1759.

24 ოქტომბერი - 1941

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 28431 შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 10767.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 8 ადამიანი და აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 201-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 766 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2268-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

11:25 25.10.2020

NCDC: ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბოლო პერიოდში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით, ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.

გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა, გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს”, - ნათქვამია NCDC-ს განცხადებაში.

11:27 25.10.2020

თენგიზ ცერცვაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, ეს ტყუილია

„მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით - „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასტროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია", - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის ვრცელ წერილს ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

წაიკითხე მეტი...

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG