11:13
24.11.2020
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3045-ით გაიზარდა.
11:16
24.11.2020
დედაქალაქში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ ყველაზე მაღალია.
14:24
24.11.2020
საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული 7363 საწოლიდან კოვიდინფექციის სამკურნალოდ 5952 გამოიყენება, მათგან 5741-ზე პაციენტია განთავსებული.
14:24
24.11.2020
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, წინა დღეებთან შედარებით კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირება განპირობებულია იმით, რომ ბოლო სამი, უქმე დღის განმავლობაში ტესტირების რაოდენობა შემცირებული იყო.