საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საკმარისი საწოლების რაოდენობის ცნება ზოგადად არ არსებობს და არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ შედის საწოლფონდის მაქსიმალური რაოდენობა გამოიყენოს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, covax პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით საქართველოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა სავარაუდოდ მარტ-აპრილში შემოვა.
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 3759 შემთხვევა წინა დღესთან შედარებით 543-ით მეტია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. ინფიცირებულთა რაოდენობა 3759-ით გაიზარდა, რაც წინა დღესთან შედარებით 543-ით მეტია.