12:18
20.12.2020
კორონავირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, ამ ეტაპზე მძიმეა 1104 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა. მათგან 511 თბილისში მკურნალობს, 138 აჭარაში, ხოლო 254 იმერეთში.
15:45
21.12.2020
გასულ 24 საათში 4811 ტესტი გაკეთდა. კვირა დღეს, სხვა დღეებთან შედარებით, ტესტირების მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს.
15:46
21.12.2020
საქართველოში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 1 731-დან 824-მდე შემცირებასთან ერთად შემცირდა ინფიცირებულთა მაჩვენებელი რეგიონებშიც.
15:47
21.12.2020
დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი შტამის, VUI-202012/01 გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ლონდონის ჩათვლით, ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.