Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კორუფციის აღქმის ინდექსი 2018“: რეგიონის ლიდერი საქართველო დემოკრატიის უკან დახევას განიცდის


29 იანვარს “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული "კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2018 წლის კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად რჩება, თუ მთავრობა სასწრაფოდ არ გადადგამს ნაბიჯებს ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, და არ დაუჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, მდგომარეობა შეიძლება ადვილად გაუარესდეს.

ანგარიშის თანახმად, რომელიც ვითარებას მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე აფასებს, საქართველო შარშანდელთან შედარებით 5-ი საფეხურით არის დაწინაურებული და 58 ქულით 41-ე ადგილზეა; შარშან საქართველო 56 ქულით 46-ე ადგილზე იყო.

გასულმა წელმა ცხადყო, რომ საქართველოში დემოკრატია უკან დახევის წინაშეა, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ქმნის, ნათქვამია ანგარიშში; ამის მიზეზად სამართალდამცველთა ანგარიშვალდებულების სიმცირე, სასამართლოს სისტემაში არსებული კორუფცია და პოლიტიკური ჩარევები, სახელმწიფოს მიტაცება და სამოქალაქო საზოგადოებაზე მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი თავდასხმები სახელდება. „მიუხედავად მთავრობაში კორუფციის და დარღვევების შემთხვევების სასწრაფო გამოძიების საჭიროებისა, საქართველომ ვერ მოახერხა შეექმნა დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ამ ფუნქციას განახორციელებდა; დაუსჯელობა ასაზრდოებს მოსახლეობის უნდობლობას; „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 36 პროცენტს სჯერა, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლობისთვის იყენებენ“ - ნათქვამია ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 12 პროცენტის ფიქრობდა ასე.

"კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2018 წლის მსოფლიო რუკა
"კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2018 წლის მსოფლიო რუკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ კვლევაში საქართველოს იმ ქვეყნების სიაშია მოხვედრილი, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დააკვირდნენ მომავალი წლების განმავლობაში.

ტრადიციულად, 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის ხარისხი იზომება ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებებით.

ინდექსი ითვლება ნულიდან ასამდე და რაც მეტია ქულა, მით ნაკლებად კორუმპირებულად არის შეფასებული ქვეყანაში არსებული ვითარება.

რეგიონების მიხედვით ყველაზე არაკორუმპირებული დასავლეთი ევროპაა, საშუალო ქულით - 66; აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში საშუალო ქულაა - 35.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნებს შორის ლიდერობენ დანია (88 ქულით), ახალი ზელანდია (87) და ფინეთი (85).

2018 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად აშშ-მა, წინა წელთან შედარებით, დაკარგა ოთხი ქულა და საბოლოო ჯამში 71-ი ქულით 22-ე ადგილზეა, რაც ანგარიშის ავტორთა თანახმად, კორუფციის აღქმის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 7 ;წლის განმავლობაში

კორუმპირებულ ქვეყნებს შორის არიან აზერბაიჯანი 152-ე ადგილი და რუსეთი - 138-ე.

რეგიონების მიხედვით ყველაზე არაკორუმპირებული დასავლეთი ევროპაა, საშუალო ქულით - 66; აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში საშუალო ქულაა - 35.

XS
SM
MD
LG