გრიგოლ ვაშაძე - „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი - 40 %
სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი - 40 %
დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი - 10 %
ასე გამოიყურება საერთაშორისო კომპანია Edison Research-ის მიერ შესრულებული ეგზიტპოლის მიერ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოვლენილი პირველი სამეული. Edison Research-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. პირველადი შედეგები 16 საათის მონაცემებს ასახავს.
"ქართულმა ოცნებამ"გამოაქვეყნა მისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, რომელთა თანახმად, პარტიის მიერ მხარდაჭერილმა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმების 52,3%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 28,1% და "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ 9,2%.