Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
20:17 27.10.2018

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო დარღვევები შეაჯამეს

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანმა არჩევნებმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ - არჩევნების მედიაცენტრში შეაჯამა წინასაარჩევნო პერიოდი. 60-დღიანი კამპანიის განმავლობაში მათ ისეთ დარღვევებს მოუყარეს თავი, როგორებიცაა კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სოციალური ქსელების კამპანია კონკურენტების დისკრედიტაციისთვის, ზეწოლა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, პოლარიზებული მედიაგარემო და სხვა. სრულად

20:18 27.10.2018
რა უფლებები ექნება მომავალ პრეზიდენტს?
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

20:31 27.10.2018

პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდნენ

ეუთოს, ნატოს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების დამკვირვებლებს შეხვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და კახა კუკავა. სრულად

20:33 27.10.2018

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG