Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
23:09 28.10.2018

ცესკომ უბნებიდან მიღებულ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. შემოსული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://www.results.cec.gov.ge/protocols/

23:07 28.10.2018

გორის ოლქის ოთხი უბნის საერთო შედეგებით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებიდან პირველი შედეგების მიღება დაიწყო. სოფელ ატენის 26 -ე საარჩევნო უბანში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 53 ხმა მიიღო, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 87. შავშვების 69-ე საარჩევნო უბანზე ვაშაძეს 235 ხმა აქვს, ზურაბიშვილს, 272. ნიქოზის საარჩევნო უბანზე ვაშაძემ 200 ხმა მიიღო, ზურაბიშვილმა 122. ქალაქ გორის 84-ე საარჩევნო უბანზე ვაშაძეს 269 ხმა აქვს, ზურაბიშვილს 134. ამ ოთხი უბნის მონაცემებით, ვაშაძეს ხმა მისცა 757-მა ამომრჩეველმა, ხოლო ზურაბიშვილს 615-მა.

22:58 28.10.2018

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ტყუის, როდესაც „ქართულ ოცნების“ მიერ ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისივე თქმით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიგოლ ვაშაძემ მოიგო არჩევნები ავღანეთში მდებარე ორ უბანში: „დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით. ავრცელებდნენ განცხადებებს, ვიდეოებს. ერთ-ერთი შემთხვევა, რაც გამოვიკვლიეთ და დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ქალბატონმა თავად დაადასტურა, რომ ის „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ჩვენ სამი დღის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გვაუწყებდა, რომ მათ მოიგეს ავღანეთში მდებარე უბნები, ლაპარაკია საჯარისო ნაწილებზე. მინდა გითხრათ, რომ ამ ორივე უბანზე გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა. ორივე უბანზე პირველივე ტურში გამარჯვებულია სალომე ზურაბიშვილი, ასე რომ აქაც ტყუილს აღმოაჩნდა მოკლე ფეხები. ჩვენ ველოდებით ცესკოს შედეგებს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

22:51 28.10.2018

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცესკოში პარტიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის გახსნილ ორ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა და არა გრიგოლ ვაშაძემ, როგორც ამას ბოლო დღეებში ამტკიცებდა მიხეილ სააკაშვილი. მდინარაძის ინფორმაციით, ავღანეთში ერთ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა მიიღო 334 ხმა, გრიგოლ ვაშაძემ 216 და დავით ბაქრაძემ 76 ხმა, ხოლო მეორე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 63, გრიგოლ ვაშაძემ 43 და დავით ბაქრაძემ 8 ხმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG