Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
00:56 29.10.2018

ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში - ცესკოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრს შორის.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარაგოზიანმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უბნის შემაჯამებელი ოქმის ნახვის საშუალება არ მისცა.

00:56 29.10.2018

რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის 24 საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით ლიდერობს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, 5634 ხმით. მეორე ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი 2883 ხმით.

რუსთავში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 48 565 ადამიანმა. 24 საარჩევნო უბნის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ დააგროვა ხმების დაახლოებით 45 პროცენტი, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 22 პროცენტზე ოდნავ მეტი.

00:54 29.10.2018

"ძალიანაც ადეკვატური პასუხი გასცა პირველ ტურში ხალხმა იმ კანდიდატს, რომელიც (კი არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტია) გვაკადრა ოცნების ნაჩალნიკმა.

იმ ნაჩალნიკსაც, სხვათა შორის.

ბარემ აქვე ვიტყვი არცთუ ოპტიმისტური პროგნოზის სახით, რომ მეტი არაა ჩემი მტერი ხელისუფლებაში ვინმემ სწორი დასკვნები გამოიტანოს აქედან.

და იმასაც დავამატებ, რომ იმ არასწორ დასკვნებზეც ადეკვატურ პასუხს მიიღებენ თავის დროზე." - წერს დავით ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

00:27 29.10.2018

პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ 29 ოქტომბერს დილის 10 საათისთვის გეგმავს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG