Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
21:30 28.10.2018

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 67-ე საარჩევნო უბანში ხმა მისცა 287-მა ამომრჩეველმა 1 410-დან. გრიგოლ ვაშაძემ 175 ხმა დააგროვა, სალომე ზურაბიშვილმა - 63, დავით ბაქრაძემ - 28. საპრეზიდენტო არჩევნებში მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქიდან ხმა მისცა 36 173 ათასმა ამომრჩეველმა, რაც ოლქის საერთო ამომრჩევლების 36,47 პროცენტს შეადგენს.

21:43 28.10.2018

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, არჩევნების პროცესში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო კომისიების წევრთა არასაკმარისი კვალიფიკაცია და ცოდნის ნაკლებობა. შესაბამისად, ხშირია პროცედურული ხასიათის დარღვევები, განსაკუთრებით - რეგიონებში. ალეკო ცქიტიშვილმა ეს განცხადება გააკეთა რადიო თავისუფლების გადაცემის პირდაპირ ეთერში. გადაცემას გოგი გვახარია და ნინო გელაშვილი უძღვებიან.

21:49 28.10.2018

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების დასრულების შემდეგ საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამიტომ საიამ ის სხვა დამკვირვებლით ჩაანაცვლა. ამჟამად სოფელ ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საოლქო კომისიაში განგვიცხადეს, რომ ძალიან ბევრი ბათილი ბიულეტენია. შედარებით დაძაბული ვითარებაა უბნის გარეთ, სადაც პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დგას.

21:51 28.10.2018

გიგა ბოკერია: საბოლოო მარცხი განვაცდევინოთ ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კანდიდატს. ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, წინასწარი შედეგები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიცია იმარჯვებს, რაც მათი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. იხ. მეტი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG