Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
22:27 28.10.2018

ცესკოს ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში მათთან შევიდა 746 ზარი და 497 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით.

​მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხება.

22:31 28.10.2018

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ეგზიტპოლის შედეგებით კმაყოფილია, მაგრამ ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე სიფრთხილეს იჩენს.

22:43 28.10.2018

„იმ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვიყავით, ეს არის გამარჯვება და ჩვენ ამ გამარჯვებას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე მეორე ტურში“, - ასე ეხმაურება „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლების შედეგებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

22:45 28.10.2018

სცენარისტ ქეთი დევდარიანის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ აქტივობას რამდენიმე სავარაუდო მიზეზი განაპირობებდა. კერძოდ, ამომრჩევლის დაბალი პოლიტიკური კულტურა, საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი, ალტერნატივის არარსებობა და ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი მტრის ხატი "ნაციონალური მოძრაობის" სახით. ქეთი დევდარიანის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს რეალური მესამე ძალა და საზოგადოებაში არ იგრძნობა რეალური ცვლილებების საჭიროების განწყობა. რადიო თავისუფლების საარჩევნო გადაცემაში მან განაცხადა, ხალხი ვერ ხვდება, რომ პასიურობაც ბოროტებაა. კითხვაზე ვინ იაქტიურებს მეორე ტურში, თუკი იგი დაინიშნება, ქეთი დევდარიანი ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი განსაკუთრებულ მობილიზაციას გამოაცხადებს. თუმცა იგი ისურვებდა, ბიძინა ივანიშვილს არ გაუვიდეს ის, რაც მას უნდა. "ყველაზე ცუდია, როცა საქმე არის ნაცრისფრად, როცა შავია, ეს ნიშნავს, რომ მალე დამთავრდება", - აღნიშნა ქეთი დევდარიანმა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG