Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
22:04 29.10.2018

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლებზე ზემოქმედება პარტიული აქტივისტების მხრიდან, შემოწირულებათა ძალიან მაღალი ზღვარი და არათანაბარი დაფინანსება, დიდი ფულის ხარჯვა ღარიბ ქვეყანაში თუ პოლარიზებული და არაუსაფრთხო გარემო - ეს და სხვა შეფასებებია ასახული საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში. წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის საერთო სურათის დადებითად შეფასების მიუხედავად, ტექსტში დასმულია არაერთი მწვავედ კრიტიკული აქცენტი. ანგარიში შედგენილია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (OSCE/ODIHR) და მისი პარტნიორების (EP, NATO PA, OSCE PA, PACE, ) მეთვალყურეთა დაკვირვების საფუძველზე. საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები გმობენ ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის ფაქტებს. მეტად კრიტიკულია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშიც. იხ. მეტი.

XS
SM
MD
LG