ოპოზიცია: მარნეულში ამომრჩევლებს აშანტაჟებენ
მარნეულის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი საარჩევნო შტაბის უფროსმა აგილ მუსტაფაევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ წარმომადგენლებს უბნებზე ბევრი საჩივრის დაწერა უწევთ. "საარჩევნო უბნებზე ბევრი არაუფლებამოსილი პირი შედის და მითითებებს იძლევა, უბნის გარეთ კი ამომრჩევლებს აშანტაჟებენ და მათ შორის ეწევიან აგიტაციას", - უთხრა რადიო თავისუფლებას აგილ მუსტაფაევმა, რომელმაც მაგალითად დაასახელა სოფელ თაზაქენდის ინციდენტი, როცა უბანზე მარნეულის საკრებულოს წევრი ალი მურადოვი შევიდა. მუსტაფაევის თქმით, მურადოვი დაემუქრა ოპოზიციის წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც მისი უბნიდან გაყვანა მოითხოვეს. მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის კობა ასანიძის თქმით, 12 საათისთვის შემოსულია 9 საჩივარი, პროცედურულ დარღვევებზე. "არჩევნები მშვიდ ვითარებაში, მიმდინარეობს", - თქვა საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ. მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის უბნებზე 13 846 ამომრჩეველია მისული, რაც ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 13, 6 პროცენტს შეადგენს.
ეპიზოდები
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი
-
დეკემბერი 01, 2025ტერორიზმში ბრალდებული ელისაშვილი
-
ნოემბერი 23, 2025რობი კუხიანიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ნოემბერი 12, 2025გაცოცხლებული ადამიანები თამარ მამალაძის უნიკალური ჩანაწერებიდან
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან