Accessibility links

"მოქალაქემ უნდა დაიბრუნოს რწმენა, რომ მას შეუძლია შეცვალოს"


24 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) პროგრამების დირექტორი. მან ილაპარაკა "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტზე, საქართველოს სამოქმედო გეგმაზე, ღია მმართველობის მნიშვნელობაზე. OGP შეიქმნა 2011 წელს აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით და დღეს 76 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო ამ პლატფორმას 2011 წლიდან შეუერთდა. 2017 წელს ის OGP-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თბილისში სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მიმართა. ღია წერილში აღნიშნული იყო, რომ "საქართველომ ვერ გაამართლა პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ამბიციური მოლოდინები. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ მეოთხე სამოქმედო გეგმას აკლია ამბიციური ვალდებულებები". ლევან ავალიშვილი "დილის საუბრებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას უკიდურესად მცირე დრო ჰქონდა 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის გაცნობისა და მასზე შენიშვნების/რეკომენდაციების მოსამზადებლად. ამასთან, IDFI-ს პროგრამების დირექტორი ყურადღებას ამახვილებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოებისგან შეთავაზებული რეკომენდაციის უგულებელყოფაზე.

ლევან ავალიშვილი ღია მმართველობის სამიტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:59:19 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG