Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი: კლინიკაში რეანიმაციული პაციენტები არ გვყავს


პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კლინიკაში 78 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტია და რეანიმაციაში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის არც ერთი არ არის. მისი თქმით, დღეს, 1 გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას, 11 პაციენტზე გამოჯანმრთელების პასუხს კი დღის ბოლომდე ელოდებიან.

რატიანის თქმით, რეანიმაციაში მყოფი 3 პაციენტიდან, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად, სამივე მათგანთან კორონავირუსი არ დასტურდება. მისივე თქმით, 46 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აპარატიდან უკვე მოხსნეს და რეანიმაციიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სტაბილურია.

"ახალი შემთხვევა გვყავს 2 პაციენტი. სწრაფი პირველადი ტესტებით დადებითია და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ პსრ ტესტით. დანარჩენ შემთხვევებში უარყოფითი ჩვენება არცერთ პაციენტთან არ დასტურდება. რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული პაციენტები არ გვყავს", - ამბობს რატიანი.

რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 154 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 95 კი უკვე გაეწერა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 626 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 297 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

XS
SM
MD
LG