Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუ ისჯებიან, ისჯებიან ისევ ქვედა რგოლის მენეჯერები"


18 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა გვიაშიანი, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი. მან ილაპარაკა ტყიბულში 16 ივლისს მომხდარსა და არა მარტო ამ შემთხვევაზე, სწორი სამართლებრივი რეაგირებისა და პასუხისმგებლობების სწორად განაწილების საკითხზე. ლელა გვიშიანი შენიშნავს, რომ ტყიბულში საწარმოო პროცესში მომხდარი შემთხვევები არ შეიძლება გნახილული იყოს როგორც უბედური შემთხვევები, არამედ ეს არის შედეგი დღემდე არსებული არასწორი პოლიტიკისა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საფრთხის პრევენციას. EMC-ს იურისტი ლაპარაკობს ტყიბულის შახტში სამუშაოს მწარმოებელი კომპანიის - GIG-ს ხელმძღვანელებისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. ლელა გვიშიანისთვის უმთვავრესი კითხვაა - რატომ არ შეაჩერა სახელმწიფომ საწარმოო პროცესი აპრილის შემთხვევის შემდეგ, რასაც მაშინ 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ლელა გვიშიანი ტყიბულის ტრაგედიაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:08 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG