Accessibility links

ლელა სულაბერიძე საქართველოს ფარმაცევტული სექტორის კვლევაზე


27 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა სულაბერიძე, საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" მკვლევარი. მან ილაპარაკა "საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის" მე-11 ტალღაზე, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს ფარმაცევტული სექტორი. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის. 2012 წლიდან მედიკამენტებზე ფასები იზრდება. ნაშრომის ავტორებმა გამოკვეთეს რამდენიმე პრობლემა: ჯანდაცვის დანახარჯების ხარჯთ-ეფექტურობა, მედიკამენტების ფასები და ხელმისაწვდომობა, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, სამედიცინო განათლების სისტემა, პირველადი ჯანდაცვა.

ლელა სულაბერიძე ფარმაცევტულ სექტორზე
please wait

No media source currently available

0:00 0:24:08 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG