Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელო 19 აპრილს ბელარუსში გაიმართება


ლელობურთი გურიაში. 2016 წელი

კორონავირუსის გამო, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელო არ გაიმართება, მაგრამ ამ თამაშს წლეულს მაინც ითამაშებენ, ოღონდ ბელარუსები, თავიანთ ქვეყანაში.

Rugger.info-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 აპრილს ბელოვეჟის ტევრში შეიკრიბებიან ბრესტელი მორაგბეები და კავკასიური უიკენდის ფარგლებში ქართულ ლელობურთს ითამაშებენ.

„უკვე დიდი ხანია, გვინდა ეს იდეა განვახორციელოთ და ეს დროც დადგა. ჯერ არ ვიცი, რამდენი მონაწილე შევიკრიბებით. ალბათ პირველ ცდაზე იმაზე მეტი ვერ მოვგროვდებით, ვიდრე ტრადიციულ რაგბიში, მაგრამ მთავარია, რომ იდეას ფრთებს შევასხამთ. სპორტული სეზონი ჯერ არ დაწყებულა და გვაქვს საშუალება, ბელოვეჟის ტევრში ძალიან კარგი „კავკასიური უიკენდი“ მოვაწყოთ, ქართული თამაშებით, ტრადიციებით და სუფრით“, - უთხრა ჟურნალისტებს ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა კირილ მასლაკოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG