Accessibility links

მარწყვი სათბურში და ღია ცის ქვეშ - კახეთში ხილის კრეფა დაიწყო


მარწყვის სათბური

კახეთში ღია ცის ქვეშ, ბუნებრივ კლიმატურ პირობებში მოყვანილი მარწყვის კრეფა დაიწყო. 1 კილოგრამის ფასი 4-დან 6 ლარამდე მერყეობს. გლეხები წვიმისგან მიყენებულ ზარალზე ლაპარაკობენ. სურვილი აქვთ, რომ რეგიონში ხილის გადამამუშავებელი საწარმოები გაიხსნას. ფერმერთა ნაწილს, მეტი შემოსავლის მიღების მიზნით, მარწყვი სათბურში მოჰყავს და მოსავალს მთელი წელი ყიდის. ასე მოსავალი კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში დაცულია. სათბურის მარწყვის ფასი 10-დან 15 ლარამდეა.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:32 0:00
Direct link


კახეთში მარწყვის უხვი მოსავალია. ხილის კრეფა უკვე დაიწყო. პირველ მოსავალს, როგორც თავად გლეხები ამბობენ, კარგი ფასი აქვს. მარწყვს გურჯაანსა და თელავში საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდანვე ყიდიან. 1 კილოგრამის ფასი 4-დან 6 ლარამდე მერყეობს. კახეთში მოყვანილი მარწყვი მთელ საქართველოში იყიდება. ფასი სხვა ქალაქებში ოდნავ მეტია და, დაახლოებით, 7-8 ლარი ღირს.

მარწყვი საერთოდ მალფუჭებადია, რადგან სუსტი მცენარეა. ძლიერმა წვიმამ ერთი-ორი კრეფა უკვე გააფუჭა და წყლად იქცა. ამიტომ გვინდა ადგილებზე გადამამუშავებელი წარმოება...

მართალია, ამ ეტაპზე მარწყვის რეალიზაციის პრობლემა მწვავედ არ დგას, მაგრამ თელავში მცხოვრები ლევან დაღუნდაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე კვირაში, როცა ხილი მასობრივად მოიწევა, ეს საკითხი დღის წესრიგში დანამდვილებით დადგება. ამ დროს რეალიზაცია შენელდება და ფასიც მნიშვნელოვნად დაიკლებს. მისი სურვილია ადგილზე ხილის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები გაიხსნას:

„ხილის გადამამუშავებელი, საკონსერვო საწარმოები უნდა გაიხსნას. ამინდები როგორიც არ უნდა იყოს, გლეხი დაკრეფს და მაშინვე ჩააბარებს მოსავალს. ახლა ჩვენ ველოდებით მყიდველს, რომელმაც დაგვირეკა და გვითხრა, რომ მოვდივარო.

ერთი ვედრო მარწყვი 22-23 ლარადაც გაგვიყიდია, 15 ლარიც არის. გააჩნია ხარისხს“.

მარწყვის სათბური
მარწყვის სათბური

მას, ვისაც მარწყვი ღია ცის ქვეშ მოჰყავს, ამინდის ცვალებადობაც აშინებს. მარიამ ბაბუნაშვილი ამბობს, რომ 10 დღის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ მოსავლის ნაწილი გააფუჭა. წვიმით განადგურებულ მოსავალზე სხვებიც ლაპარაკობენ:

„თუ კარგი ამინდია, კარგადაც იკრიფება, მაგრამ წვიმა თუ მოვიდა, მოსავალი ყოველთვის გვიფუჭდება“.

„მარწყვი საერთოდ მალფუჭებადია, რადგან სუსტი მცენარეა. ძლიერმა წვიმამ ერთი-ორი კრეფა უკვე გააფუჭა და წყლად იქცა. ამიტომ გვინდა ადგილებზე გადამამუშავებელი წარმოება“.

მარწყვი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოჰყავთ,

მარწყვი არის ესპანური, სანადრიას ჯიშის. კიდევ მაქვს „მალინა მარწყვის“ რამდენიმე სპეციალური ჯიში, რომელიც ძალიან ტკბილია. თითქმის მთელი წელი იკრიფება. ნორმალური მოვლის პირობებში თითო ძირი სადღაც კილო, კილო 200 ნაყოფს გვაძლევს. არის შემთხვევები, როცა 2 კილომდეც ისხამს...

უმეტესწილად, გურჯაანსა და თელავში. რეგიონში ბოლო ხანებში სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მარწყვი არა ღია ცის ქვეშ, არამედ სათბურში მოიყვანოს, რადგან ღია ცის ქვეშ დარგული მარწყვი თუ აპრილ-მაისში მწიფდება, სათბურში მოყვანილი არამცთუ უფრო ადრე, ზოგი ჯიში ნაყოფს წლის ნებისმიერ სეზონზე იძლევა.

ესპანური სანადრიას ჯიშის მარწყვი აქვს გაშენებული ლაგოდეხში, სპეციალურ სათბურში, ვალერი ალიბეგაშვილს. მარწყვის ნერგები წვეთოვანი სისტემით ირწყვება და მინერალებსაც ამ გზით იღებს.

ალიბეგაშვილები, თებერვლისა და აგვისტოს გარდა, მარწყვს წლის ნებისმიერ თვეში კრეფენ და ყიდიან. ვალერი ალიბეგაშვილს ახლა ერთი სათბური აქვს და მის გაფართოებას აპირებს:

„ჩვენი სათბური ჩინური ტექნოლოგიით არის, რაც ნიშნავს, რომ სათბურს სამი გვერდი დახურული აქვს, ერთი მხრიდან კი ცელოფანია გადაფარებული. ეს არის ენერგოეფექტური სათბური, რომელიც 50-70 %-ით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს.

მარწყვი არის ესპანური, სანადრიას ჯიშის. კიდევ მაქვს „მალინა მარწყვის“ რამდენიმე სპეციალური ჯიში, რომელიც ძალიან ტკბილია. თითქმის მთელი წელი იკრიფება. ნორმალური მოვლის პირობებში თითო ძირი სადღაც კილო, კილო 200 ნაყოფს გვაძლევს. არის შემთხვევები, როცა 2 კილომდეც ისხამს. ზამთრის პერიოდში 10-15 ლარი ღირს კილო მარწყვის ჩაბარება . ადგილობრივი მარწყვი რომ შემოდის, ჩვენთან ნაკლები იკრიფება, თუმცა როცა ადგილობრივი აღარ არის, მერე იწყებს მსხმოიარობას“.

ფერმერ ვალერი ალიბეგაშვილს საკუთარ მეურნეობაში, მარწყვის გარდა, მცირე რაოდენობით ჟოლო, ხურმა და უეკლო მაყვალიც მოჰყავს. ამბობს, რომ ლაგოდეხში იგეგმება კენკროვანი ხილის გაყინვის ტექნოლოგიის დანერგვა და შემნახველი სამაცივრე მეურნეობის შექმნა. ეს კი ფერმერებს საშუალებას მისცემს პროდუქტი იმ დრომდე შეინახონ, ვიდრე ხილს მათთვის მისაღები ფასი არ ექნება. ღია ცის ქვეშ მოყვანილი მარწყვის სეზონი კახეთში მაისის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი ატამი შემოვა. გასულ წელს ატმის რეალიზაციის პრობლემა რეგიონში მწვავედ იდგა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG