Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არასდროს შეწყვიტოთ ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა"


"არასდროს შეწყვიტოთ ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა"
please wait

No media source currently available

0:00 0:10:04 0:00

მეთიუ ბრაიზა, ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დღეს "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი თბილისში იმყოფება და მონაწილეობს გლობალური ინიციატივის - Leadx Change-ის ღონისძიებაში, რომელიც "ტექნოპარკში" იმართება. რადიო თავისუფლება მას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე გაესაუბრა. მეთიუ ბრაიზა დღესაც აცხადებს, რომ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება "ტრაგიკული" და "ახლომხედველური" იყო. მისი აზრით, საქართველოს დღესვე უნდა მიენიჭოს MAP-ი. ინტერვიუში ის აფასებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს: "ის, რაც მოხდა, საუკეთესო შემთხვევაში, უკიდურესად უგუნური გადაწყვეტილებაა, რომლითაც უგულებელყოფილი იყო საზოგადოების განწყობები" ​​ რადიო თავისუფლება: თითქმის ორი კვირის წინ ჩვენ ვიხილეთ რუსეთის დეპუტატი ჩვენი პარლამენტის სპიკერის სავარძელში. ჩემი პირველი შეკითხვა მოკლე იქნება: როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს? მეთიუ ბრაიზა: იმედი მაქვს, ეს შეცდომა იყო. ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლებოდა რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს დაეშვა ასეთი ქმედება და არ ჰქონოდა მოლოდინი საპასუხოდ უკმაყოფილების ამოხეთქვის, რაც მოხდა კიდეც. პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა უბრალოდ გაუგებარია ჩემთვის იმის ფონზე, რაც 2008 წელს ერთად გამოვიარეთ და დღემდე გრძელდება - რუსეთს ოკუპირებული აქვს და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას. ასე რომ, არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. არ ვარ ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული საქართველოს პოლიტიკაში ისე, როგორც ადრე ვიყავი. თუმცა, ის, რაც მოხდა, საუკეთესო შემთხვევაში, უკიდურესად უგუნური გადაწყვეტილებაა, რომლითაც უგულებელყოფილი იყო საზოგადოების განწყობები. გასაკვირი არ არის, როგორი რეაქციაც ჰქონდა ხალხს ამაზე. რადიო თავისუფლება: ბრძანეთ, შეცდომა იყოო, მაგრამ, მაგალითად, პირადად მე არ მომიწვევია ის. ეს ოფიციალური ღონისძიება იყო. მეთიუ ბრაიზა: დიახ. რადიო თავისუფლება: ასე რომ, ეს იყო ერთგვარად ლოგიკური ეტაპი საქართველო-რუსეთის ბოლო წლების ურთიერთობებში. მეთიუ ბრაიზა: დიახ. "შეიძლება, ვიღაცებს სურდათ მილაქუცებოდნენ მოსკოვს და შეესრულებინათ ვიღაცის დაკვეთა რუსეთიდან - იმისა, ვისაც სურდა რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა" ​​ რადიო თავისუფლება: არ ვიცი, რამდენად კარგად აკვირდებოდით საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ბოლო წლების განვითარებას. რამდენად შორს შეიძლება ეს წავიდეს და ამ ურთიერთობებში რამდენად ღრმად შესვლის უფლება აქვს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში? მეთიუ ბრაიზა: გეოგრაფია საქართველოს ბევრის უფლებას არ აძლევს გარდა იმისა, რომ ჰქონდეს ქმედითი ურთიერთობები რუსეთთან. მას არ აქვს არჩევანი. რუსეთი უნდა იყოს საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, თუმცა, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი უნდა იყოს ევროკავშირი, რისი განვითარებაც დაწყებულია. ვფიქრობ, ეს შემთხვევა - საზოგადოების რეაქცია აჩვენებს ბუნებრივ ლიმიტს იმისა, სადამდე შეუძლია ამა თუ იმ ლიდერს საქართველო კვლავ დაუახლოვოს რუსეთს.ნატოში გაწევრიანების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა კვლავაც ძალიან მაღალია (80%-ზე მეტი) და თუ ქართველებზე და ქართულ კულტურაზე ჩემს ცოდნას დავეყრდნობით, ის კარგა ხანს არ დაიწევს. პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ბევრი ფიქრობს - ნეტავ, ზედმეტად რბილი ხომ არ არის რუსეთის საკითხზე, მაგრამ ის სრულიად თანმიმდევრულია საქართველოს ბედისწერასთან მიმართებით, რაც გულისხმობს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობას. ვფიქრობ, ის გონივრულად არ ლაპარაკობს ბევრს წევრობაზე, არამედ ლაპარაკობს მაქსიმალურად დაახლოებაზე. ჩემი აზრით, ის ცდილობს თავიდან აიცილოს არასაჭირო, კიდევ უფრო მეტი გართულებები მოსკოვთან, რის პარალელურადაც საქართველო მაქსიმალურად ისუნთქავს დასავლეთის ჟანგბადს და იმყარებს თავის სივრცეს დასავლეთში. "ბუქარესტის გადაწყვეტილება იყო ტრაგიკული და ახლომხედველური ნატოს ალიანსის ლიდერების მხრიდან" ​​ ასე რომ, თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ - როგორ შეიძლებოდა ეს [რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - რ.თ.] მომხდარიყო? რატომ უნდა გაეკეთებინა ეს რომელიმე ოფიციალურ ჯგუფს საქართველოში? ვფიქრობ, ეს იყო უგუნური გათვლა. შეიძლება, ვიღაცებს სურდათ მილაქუცებოდნენ მოსკოვს და შეესრულებინათ ვიღაცის დაკვეთა რუსეთიდან - იმისა, ვისაც სურდა

XS
SM
MD
LG