Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალი ტორესა მოსი "იმედის" ფილმზე: ან მე ვიქნები ან ნიკა ლალიაშვილი


ტელეკომპანია "იმედის" თანაშრომელი, მწერალი ტორესა მოსი ფეისბუკის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 11 აგვისტოს ტელევიზიის ეთერში გასული ფილმი, რომელიც აგვისტოს ომს შეეხებოდა ერთ დღის დაგვიანებით ნახა და თავისი პროტესტი შიდა ჯგუფში გამოხატა. ტორესა მოსის სიტყვებით, აღმოჩნდა, რომ პროდიუსერებს ფილმი ნანახი არ ჰქონდათ "ბოლოსდაბოლოს, გაირკვა, რომ ვიდეოს ავტორი (ყოველ შემთხვევაში პირადი აღიარება არსებობს) ყოფილა ვინმე ნიკა ლალიაშვილი, რომლის არსებობის შესახებ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, დილით მოვძებნე და აღმოვაჩინე, რომ ჩვეულებრივი რუსეთუმეა",- ამბობს ტორესა მოსი და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, დაეტოვებინა ტელევიზია, გადაიფიქრა ეს და აპირებს ბრძოლა გააგრძელოს.

"არ ვაპირებ შევუქმნა ეს კომფორტი, რომ ჩემი ფეხით წამოვიდე იქიდან. აქვე ვამბობ, რომ არსებობს მხოლოდ ორი გზა: ან მე ვიქნები მანდ, ან ნიკა ლალიაშვილი და სანამ ვიქნები, ყოველ დღე, საჯაროდ ვამხელ და ყოველი დღე იქნება კონკრეტული ფასი",- წერს ტორესა მოსი.

ტელეკომპანია "იმედის" და "Imedinews"-ის ჟურნალისტთა პროტესტს, რომელიც მოჰყვა, 11 აგვისტოს "იმედის" ეთერში გასული ფილმის "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!" ჩვენებას და რომელიც შეეხებოდა აგვისტოს ომს, სოციალურ ქსელში მომხმარებლები გამოეხმაურნენ, მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტთა პროტესტი ყალბია და ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული. ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერდა, რომ რესპონდენტებმა ტელეკომპანია "იმედს" ინტერვიუ აღარ უნდა მისცენ.

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვებისა და Imedinews-ის ჟურნალისტებმა „იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმთან დაკავშირებული პროტესტი ერთგვარი ფლეშმობით გამოხატეს, ისინი ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რასაც „ფეისბუკზე“ ფლეშმობით აპროტესტებენ“.

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, - ასეთ ტექსტს თავიანთი „ფეისბუკის“ გვერდებზე ავრცელებენ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებისა და "Imedinews"-ის ჟურნალისტები.

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომზე ფილმი ძალიან სასარგებლო და დროული იყო. მისი სიტყვებით ფილმთან დაკავშირებით არხის ხელმძღვანელობას პროტესტი არ გამოუთქვამს.

ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!" 11 აგვისტოს გადაიცა.13 აგვისტოს "ფილმს გამოეხმაურა მედიაკრიტიკის პლატფორმა "მედიაჩეკერი": "მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაცია ფონად გასდევს 40 წუთიან ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG