Accessibility links

"არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ იგივე სია შევიდეს პარლამენტში"


ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისევ ის ათკაციანი სია შესთავაზოს, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს შესთავაზა:

„ამ რეალობაში შესაძლებელია შედგეს ისევ ის სია, თუკი ამას მოისურვებს კლანი, რომელიც მართავს სისტემას. კლანი არ იზღუდება ამ ცვლილებებით.

სიურპრიზებს არ ველოდები. აღარაფერი იქნება სიურპრიზი ამ ხალხისგან. ყველაფერი არის წარმოსადგენი და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ იგივე სია შევიდეს პარლამენტში იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ისეთ ადამიანებთან და ისეთ ძალასთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაიმყარონ ძალაუფლება. საზოგადოების აზრი ჩინჩალაძეს და მის ხალხს ნაკლებად აინტერესებს, ცხადია“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG