Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გამოძიების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი არ გვაქვს"


"ყოველთვის ვამახვილებდით ყურადღებას იმ ფაქტორზე, რომ მირზა სუბელიანს ჰქონდა გავლენა საგამოძიებო ორგანოებზე", - ამბობს ნესტან ლონდარიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, როცა იხსენებს ე.წ. ხორავას ქუჩის საქმის მიმდინარეობას ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოს ეტაპზე. ფარული ჩანაწერების კონტექსტში, ნესტან ლონდარიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოჯახისა და დაცვის მხარისთვის ცნობილი იყო მკვლელობის მოწმე მოზარდებზე ზეწოლის შესახებაც, თუმცა სათანადო მტკიცებულებების არქონის გამო ვერ ადასტურებს მათ ცემას, რაზეც ლაპარაკია ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში. იურისტი ერთი მხრივ, მიუღებლად თვლის ფარული ჩანაწერებით ბრძოლას, მეორე მხრივ კი არაერთ კითხვას სვამს ამ ჩანაწერების გამო. მათზე ადეკვატური პასუხების გაცემა სახელმწიფოს მოვალეობაა. ნესტან ლონდარიძე 17 ოქტომბერს სტუმრობდა რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" ეთერს. მიმდინარე პროტესტის, ფარული ჩანაწერების გავცელებისა და მათზე სხვადასხვა სიბრტყეში მსჯელობის, საარჩევნო კონტექსტის ფონზე, ყურადღების მიღმა რჩება სამართლებრივი პროცესი. ის ოფიციალურად მიმდინარეობს, თუმცა, დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიებაში წინსვლა არ არის, რადგან სააპელაციო სასამართლო ახლა იხილავს პროკურატურის სარჩელს, რომელსაც სურს თავისი პირვანდელი ვერსიის სრულად დაცვა - იმ ვერსიისა, რომელიც საქალაქო სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა და დასრულდა შედეგით, როცა დავით სარალიძის მკვლელობა სამართლებრივად მკვლელის/ების გარეშე დარჩა. პარადოქსია ისიც, რომ დაზარალებულის (სარალიძის ოჯახის) ინტერესებს სამართლებრივად დღესაც წარმოადგენს პროკურატურა. ნესტან ლონდარიძე დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პერსპექტივას საქართველოს მიღმა ხედავს. მისი და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ განზრახული ნაბიჯების შესახებ დეტალურად არ საუბრობს.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG