Accessibility links

რა მნიშვნელობა აქვს ჰააგის ტრიბუნალში საქართველოს აქტიურობას?


ნიკა ჯეირანაშვილი თვეებია ცდილობს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას, პასუხად - "არანაირი გამოხმაურება, არანაირი ინტერესი. წლის დასაწყისიდან ხდება ეს. რა თქმა უნდა, საერთოდ არ უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნებს და რაიმე ტიპის გამონათქვამებს", - ამბობს ის "დილის საუბრებში". პირველ რიგში ნიკა ჯეირანაშვილი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), რომელსაც ჰააგის ტრიბუნალადაც იხსენიებენ, ძალიან განსხვავდება ნებისმიერი სხვა სასამართლოსგან, რომელთანაც საქართველოს ოდესმე ჰქონია შეხება. განსხვავება კი ის არის, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი თავად ახორციელებს გამოძიებას, აგროვებს მტკიცებულებებს, აწარმოებს მოწმეთა დაკითხვას და ავლენს ეჭვმიტანილს, რომელიც შემდგომში სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. გამოძიების პროცესი არის სრულად კონფიდენციური. ამის მიზანი არის ის, რომ პოტენციურ ეჭვმიტანილამდე არ მივიდეს ინფორმაცია და დაცული იყოს მსხვერპლისა და მოწმეთა უსაფრთხოება. პირველი ოფიციალური საჯარო ინფორმაცია პროცესის შესახებ შეიძლება იყოს დაპატიმრების ორდერი/ები, რომლებსაც ICC გასცემს. რით შეიძლება დასრულდეს "აგვისტოს ომის" პერიოდში (2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე) სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და ვინ წარდგება ტრიბუნალის წინაშე ბრალდებულის სტატუსით, ამ მომენტში რთული სათქმელია. თუმცა, ნიკა ჯეირანაშვილი უკვე თვეებია ლაპარაკობს რისკებზე, რომლების დაზღვევაც საჭირო იყო და არის დღესაც, ვიდრე მიმდინარეობს გამოძიების პროცესი. ამის დაზღვევა კი შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლების აქტიური, სისტემატური მუშაობით ტრიბუნალთან. სწორედ აქ ხედავს დღეს Justice International-ის ხელმძღვანელი საკეთებელს არაერთი მიმართულებით და დეტალურად ლაპარაკობს ამის შესახებ. მათ შორის, აღწერს იმ ფორმატებს, რომლებში მონაწილეობითაც საქართველო შეძლებდა მეტად ყოფილიყო ჩართული ტრიბუნალის საქმიანობაში.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG