Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, რომ მათ ხვდებოდეთ წინააღმდეგობა!"


7 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ბაქრაძე, "აი, ფაქტი"-ს ჟურნალისტი. მან ილაპარაკა რუსული ფონდების საქმიანობის კვლევაზე, რომელსაც "აი, ფაქტი" აწარმოებს. ნინო ბაქრაძის თქმით, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს რუსეთის "რბილი ძალის" მოქმედებაზე ქვეყანაში იმისათვის, რომ გაფრთხილდეს და არ აღმოჩნდეს რუსული პროპაგანდის მსხვერპლი. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოქალაქეების ინფორმირებაზე "ჰიბრიდული ომის" საფრთხეების შესახებ. ნინო ბაქრაძის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ რუსული ორგანიზაციებისა და რუსეთის მოქალაქე ფიზიკური პირების ინტერესი საქართველოში საქმიანობისადმი გაიზარდა.

ნინო ბაქრაძე რუსულ ფონდებზე საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:22:22 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG