Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკვეთებს "ასრულებდნენ ადრეც, ასრულებენ ახლაც და არ გვინდა, რომ მომავალშიც შეასრულონ"


27 იანვარს გაიმართა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. მასში არ მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მასში მონაწილეობისთვის პირობებს აყენებს ოპოზიცია. ოთარ კახიძე, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე თვლის, რომ სამუშაო ჯგუფს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს და მას ფორმალური დანიშნულება აქვს - საერთაშორისო პარტნიორებისთვის გარკვეული აქტივობის ჩვენება. "ევროპულ საქართველოს" თავისი მოსაზრება აქვს იმაზე, როგორ შეიძლება მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის გაუმჯობესება უკეთესი შედეგის დასაზღვევად. მთავარი პრინციპი გახსნილობა და საზოგადოების წნეხის უზრუნველყოფაა. არსებულ ვითარებაში, მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილებები პროცედურულად პარლამენტამდე მივა, ოპოზიცია ჩაერთვება დისკუსიაში. "ევროპული საქართველო" იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადადგომის შესახებ, თუმცა, არარეალისტურად თვლის. ოთარ კახიძის განცხადებით, მცდარია მსჯელობა, რომ მოსამართლეები ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდნენ ადრე და ახლა არ ასრულებს, არამედ სწორია ის, რომ "ასრულებდნენ ადრე, ასრულებენ ახლაც და არ გვინდა, რომ მომავალშიც შეასრულონ". წარსულში მთავარ შეცდომად "დილის საუბრების" სტუმარი ასახელებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამუშავების გადავადებას და დღეისთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანადაც მის ამოქმედებას თვლის. ოთარ კახიძე ხაზს უსვამს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის აუცილებლობას და აგრეთვე ლაპარაკობს იმ ქვეყნებიდან მაღალი კლასის იურისტების მოწვევაზე, სადაც აქვთ დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია. გულისხმობს მათ ჩართვას როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად მუშაობაში.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG