Accessibility links

"რა დროც უნდა გავიდეს, ეს დასკვნა არის ფაქტი!"


12 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოთარ კახიძე, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ე.წ. "ხორავას ქუჩის საქმის" სამართლებრივ პერსპექტივაზე. ოთარ კახიძემ აგრეთვე განმარტა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებული დასკვნა და რეკომენდაციები არ საჭიროებს დამატებით ლეგიტიმაციას - საპარლამენტო სხდომის ფორმატში. ამასთან, ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, დიდი ალბათობით, მოამზადებს პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელშიც "ხორავას ქუჩის საქმეზე" უმრავლესობის პოზიცია და შეფასებები აისახება. "დასკვნა აღარ შეიცვლება!", - აცხადებს ოთარ კახიძე და თვლის, რომ დასკვნას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და პოლიტიკური წონა. "სამომავლოდ ეს დასკვნა, როგორც დამოკლეს მახვილი იქნება კონკრეტული თანამდებობის პირების თავზე", - ამბობს ოთარ კახიძე "დილის საუბრებში":

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG