Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაველის მემკვიდრეობა და მემკვიდრეები


ჰაველის მემკვიდრეობა და მემკვიდრეები
please wait

No media source currently available

0:00 0:23:28 0:00

პოლონელი დისიდენტი და პრეზიდენტი ლეხ ვალენსა წუხდა, რომ მისგან განსხვავებით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არ რგებია ჩეხ დისიდენტსა და პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს. თავად ჰაველი კი, როგორც ჩანს, ძალიან მშვიდად ეკიდებოდა პრემიის გარეშე დარჩენას: 1991 წელს მან უარი თქვა ნობელის ნომინაციაზე და მხარდაჭერა გამოუცხადა ბირმელ უფლებადამცველს, მაშინ შინა პატიმრობაში მყოფ ანგ სანსუ ჩის კანდიდატურას. ვაცლავ ჰაველი რომ თავმდაბალი და მომხიბვლელი ადამიანი იყო, ამას ხშირად იხსენებენ - ისევე როგორც მის დამსახურებას ავტორიტარულ რეჟიმთან მშვიდობიან ბრძოლაში.

  • რა დაგვიტოვა ვაცლავ ჰაველმა;
  • ოიუბ ტიტიევი - ვაცლავ ჰაველის მემკვიდრე ავტორიტარულ რეჟიმთან მშვიდობიან ბრძოლაში;
  • ინტერვიუ აზერბაიჯანელ პოლიტოლოგთან და აქტივისტთან, ლეილა ალიევასთან;
  • „შინ - უცხოეთში“: ქალაქი, რომელშიც კედელი დაინგრა;
  • „თავისუფლების #კითხვები“: პრობლემა - ადრეული ქორწინება.

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG