ავტორი: გიგა ბერიაშვილი
თითქმის ერთი თვის წინ მთარგმნელმა გიგა ბერიაშვილმა, რომელსაც თავისი პატარა გამომცემლობა " ახალი ეონის ბიბლიოთეკა" აქვს, რამდენიმე თავის მიერვე თარგმნილი რამდენიმე წიგნი გაყიდა, ფული მოაგროვა, ამ თანხით ველოსიპედი და ერთკაციანი კარავი იყიდა და თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ მოგზაურობაში -”რაიდოში” გაემგზავრა. მას დაგეგმილი აქვს ველოსიპედით მოიაროს თურქეთი, ირანი, ერაყი, სირია, პალესტინა, ისრაელი, ლიბანი და ეგვიპტე.
ორი წლის წინ ბებია გარდაიცვალა. ძალიან მძიმე აღმოჩნდა მისი სიკვდილი. დაკრძალვის დღე განსაკუთრებით რთული გადასატანი იყო. დაკრძალვამდე, დღეების განმავლობაში, ძალიან მძაფრად განვიცდიდი სიცოცხლის ამაოებას. დაკრძალვის დღეს ყველაფერი მახსენდებოდა, რაც კი ოდესმე ჩემთვის უთქვამს და ერთად გვიკეთებია.
გიგა ბერიაშვილის მოგზაურობა
გიგამ 27 ნოემბერს მოგზაურობა თბილისიდან დაიწყო და ამ დროისთვის ათასობით კილომეტრი აქვს გავლილი. ყოველდღე ის ეცნობა სხვადასხვა ხალხის ცხოვრების წესს, ხედვებს, რწმენას…
რადიო თავისუფლება დღეიდან სისტემატურად შემოგთავაზებთ გიგა ბერიაშვილის დღიურებს და ფოტოებს, ასევე რუკაზე გაჩვენებთ მოგზაურის მიერ გავლილ მარშრუტს.
ამ მონენტისთვის იგი თურქეთშია და სირიის საზღვრისკენ მიდის.
პირველი წერილი ნახეთ აქ , მეორე კი აქ.
ერთხელ, ზამთარში, დიდი თოვლი მოვიდა. ჩვენ შეშის ღუმელთან ვისხედით, ბებიას საჩეჩი ეჭირა, მატყლს ჩეჩავდა და ამბავს მიყვებოდა ისეთი ცივი და თოვლიანი ქვეყნის შესახებ, სადაც ყველაფერი ყინულისგანაა ნაგები, ხოლო ადამიანები ციგებითა და მარხილებში შებმული ძაღლებით დაიარებიან, ხის პატარა სახლებში ცხოვრობენ, ცხელ ჩაის სვამენ, აკროშკას ჭამენ და დღისით და ღამით დიდზე უფრო დიდად თოვს.
ბებია წლების განმავლობაში ოცნებობდა რუსეთში მოგზაურობაზე, მაგრამ ისე დალია სული, რომ ეს ოცნება ვერ აისრულა. ამ მოგონების ამოტივტივებამ და იმის გააზრებამ, რომ სიცოცხლე ძალიან მოკლეა, ხოლო სანახავი - ბევრი, წამში გადაასხვაფერა მთელი ჩემი განცდები. ფიქრები, რომ სიკვდილის წამებში შეიძლება ნანობდა, რომ ვერაფრით მოახერხა ამდენი წლის ოცნების ასრულება, ერთდროულად დიდ ტანჯვასა და სიამოვნებაში მაგდებდა: ვგრძნობდი, რაღაც ისეთის წინაშე აღმოვჩნდი, რასაც აქამდე არ ვიცნობდი. ეს იყო პირველად განცდილი მოძრაობის სურვილი, სიარულისა და სამყაროს უშუალოდ აღქმა-შეცნობის მიმართ პირველი მწველი ვნება. 2017 წლის მარტიდან "რაიდო" მიზნად გადამექცა, რაიდო - მოგზაურობა ველოსიპედითა და კარვით იმ ადგილებში, სადაც არც ბებია ყოფილა და არც მე.
წერილი 1
20 დეკემბერი
25-ე დღე მოგზაურობის დაწყებიდან
1500 კილომეტრი გავლილია
თურქეთი, კარაკეჩილი
ათი დღეა, თურქეთში ვარ და რუმის საფლავისკენ, კონიაში, მივდივარ. ბავშვობაში თურქულ ზღაპრებს რომ ვკითხულობდი, თვალწინ ოქროსფერი ქვეყანა მიდგებოდა, ცად აწვდილი მინარეთებით, კოშკებით, ვირის ყურში დამალული იართიგულაქით, მზეთუნახავებითა და უფლისწულებით, მაგრამ დამხვდა ერთი გაქუცული, ერთფეროვანი, მოსაწყენი, სევდიანი ქვეყანა, ჩვენზე არანაკლებ მძიმე სოციალური ფონით. არ ვიცი, ხალხი როგორ ახერხებს, მიუხედავად ყველაფრისა, იღიმოდეს, გეგებებოდეს, ჩაიზე გეპატიჟებოდეს და, როგორც ძმას, ისე გიღებდეს.
საკარვე ადგილები აქ არ არის და პირველივე შეღამებისას მეჩეთს მივადექი. ნამაზამდე ერთი საათი რჩებოდა. სანამ იმამი მოვიდოდა, ეზოში ჩამოვჯექი და დღიურის წერა დავიწყე. ხალილ-იბრაჰიმი 35 წლის ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე კაცია. მწვანე თვალები აქვს და კეთილი ღიმილი. როგორც კი დამინახა, მაშინვე მოვიდა და მკითხა, რამე ხომ არ გჭირდებაო. ხეტიალში შემომაღამდა და ღამის გასათევად მეჩეთში თუ შემიშვებთ-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ მუსლიმი არა ვარ. არ უყოყმანია, მაშინვე წამიყვანა და ოთახი მაჩვენა, აქ შეგიძლია დაბარგდეო. ამასობაში, ლოცვის დრო მოვიდა და სხვა მლოცველებთან ერთად რომ დამინახა, გაეღიმა.
ცოტა ხანში მის კაბინეტში ვსხედვართ, ჩაის ვსვამთ და მეკითხება, თურქეთში რამ ჩამოგიყვანაო. კონიაში მივდივარ, ჯალალ ედ დინ რუმის საფლავი უნდა მოვინახულო-მეთქი. ამის გაგონებისას სახე უბრწყინავს, "ალლაჰ მწეჲ იყოს შენი", მეუბნება და ხელს მხვევს. მწუხრისა რომ ვილოცეთ, ოთახში დავბრუნდი და დღიურის წერა განვაგრძე, მაგრამ ხალილი მოდის და, წამო, ვივახშმოთ და თან ცოტაც ვილაპარაკოთო. რესტორანი პატარაა, სტუმრები არა ჰყავთ, მაგრამ სამზარეულოდან ქვაბების ბრახუნის ხმა და ძალიან სასიამოვნო სუნი გამოდის. იმამი ჩორბას უკვეთს. მეუბნება: "ალლაჰს პილიგრიმები განსაკუთრებით უყვარს. ალლაჰი გულთამხილავია, მან ჩვენი ყველა საიდუმლო იცის. პილიგრიმის გულში კი საიდუმლო არ დადგება, რადგან იგი ადამიანური, ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებისგან თავისუფალია, შესაბამისად, ალლაჰის წინაშე ყველაზე მეტად გულწრფელია და თავისუფალი. მეც ვიყავი გზაზე, რამდენიმე წლის წინ მექაში წავედი, ამიტომ კარგად მესმის, რას ნიშნავს გზაზე გულის გაშიშვლება". ამასობაში რესტორნის პატრონი მოგვიჯდა, იმამის მეგობარი ყოფილა. ჩემზე ჰკითხა რაღაცები და გაღიმებულმა მხარზე დამკრა ხელი. ჩორბა მოგვიტანეს. მიმტანს შევხედე და გული შემიქანდა. ფეხზე რომ ვმდგარიყავი, მოვიცელებოდი. მოკლედ შეჭრილი თმა ყურებს ძლივს უფარავს. თვალები აქვს ზღვასავით ლურჯი და ისე მიყურებს, თითქოს ჩემი ყველა საიდუმლო იცის. ვის ახსოვდა რაიდო ან ჩორბა, ან იმამი, ან პილიგრიმობა და ალლაჰი! ცოტა ხნის შემდეგ ისიც მოგვიჯდა და თავის ენაზე ლაპარაკობს - ვხვდები, რომ ჩემზე. თურქულის გარდა, სხვა ენა არ იცის, ამიტომ ტელეფონს ვიღებ და გუგლის თარგმანით დიალოგს ვაბამ. ტელეფონის ყოველი მიწოდებისას, შემიძლია შევხედო და ამის გამო თავი უხერხულად არ ვიგრძნო/ვაგრძნობინო. შემიძლია უსასრულოდ ვუყურო, - მთელი ღამე, მთელი კვირა, მთელი თვეები და წლები,- რადგან სალაპარაკო ძალიან ბევრი მაქვს. არც ის აპირებს მოკლე პასუხების გაცემას და გვერდიგვერდ მსხდომ ორ სხვადასხვა ენაზე მეტყველს აჰრიმანი გვაკავშირებს. უზარმაზარ მესიჯებს ვწერთ ერთმანეთს. ღმერთო!
მომდევნო დილით ექვსზე გავიღვიძე და წასასვლელად დავიწყე მზადება. ფეხს ვითრევდი და რვამდე გავაჭიანურე. გზად რესტორანი
მოვბრუნდი და მივედი თუ არა, ეგრევე მაჯახა: "ქართველი ხარ, ბიჭო?" უცხო ქვეყანაში არაფერი გაბედნიერებს ისე, როგორც შენიანის დანახვა და შენი ენის გაგონება.
უნდა გამევლო. ის არსად ჩანდა. რამდენიმე წუთი გავჩერდი, შიგნით ვიყურებოდი, მაგრამ მერე უცებ მთელი ძალით დავატრიალე პედლები და დაღმართზე ისე დავეშვი, თითქოს რაღაც საზარელ მხეცს გავურბოდი.
ველოსიპედისტისთვის დაღმართი დიდი ფუფუნებაა. ეს ის იშვიათი მოვლენაა, სადაც მთელი გულით იწყებ სიმღერას. მეც მემღერებოდა და მთელი სამი კილომეტრი თოდაძის "დაწყნარდი გულოს" ღრიალით ჩავირბინე. ტროტუარზე ვიღაც დგას, მიყურებს და ხელს მიქნევს. მე ვმღერი. ცოტა გავცდი და უცებ დავამუხრუჭე. მოვბრუნდი და მივედი თუ არა, ეგრევე მაჯახა: "ქართველი ხარ, ბიჭო?" უცხო ქვეყანაში არაფერი გაბედნიერებს ისე, როგორც შენიანის დანახვა და შენი ენის გაგონება.
თითქოს ოჯახის დაკარგულ წევრს პოულობ. ტრაილერის მძღოლი აღმოჩნდა. ჩაიხანაში, შიგნით, სხვა ქართველებიც არიანო. შევედი, მათთან ერთად დავლიე ჩაი და ყველანი შევთანხმდით, რომ ალლაჰს როგორმე საფერავი უნდა გავასინჯოთ. "აეხლა ამხელა ღმერთი რო ხარ და ამბობ, რო საფერავის დალევა, ან კიდე, აი, სახლში დაყენებული რქაწითელის სუფთა წვენის ზომიერად სმა ცოდვააო და ჩაით ჭყიპავ ამდენ ხალხს...." ძალიან მინდოდა ჩაიში ჩამეხშო ვარამი მიჯნურებისა, მაგრამ ამაოდ.
გუშინწინ სუნგურლუში ვიყავი. პატარა, დანგრეული, გაპარტახებული ქალაქია. ჩვეულებრივი გეტო. დაფშვნილი კორპუსები, ცუდი განათება, დანგრეული ასფალტი. ღარიბი ხალხი, დიდი და კეთილი გულით. მთელი ერთი დიდი ქუჩა ავტოსახელოსნოა და მისი გვერდითა ქუჩა მანქანის ნაწილების მაღაზიებითაა გავსებული. ამათ შორის დაეხეტება მაწანწალა ძაღლების უზარმაზარი ხროვა.
ქალაქში შესვლისთანავე ცხვირში მანქანის ზეთისა და ბენზინით დაჟიებული მიწის სუნი გეცემა. მაღაზიების ბლოკებს ზემოდან დაჰყურებს უზარმაზარი მეჩეთი, ერთადერთი მოვლილი ნაგებობა მთელ ქალაქში. ძაღლებს როგორღაც ავეპარე და შიგნით შევედი. იმამი გამომეგება და რომ მიხვდა, მოხეტიალე ვარ, მაშინვე ფოტოების გადაღება დაიწყო. ვთხოვე, ღამეს აქ გავათევ-მეთქი და, არაა პრობლემა, რამდენი ხნითაც გინდა დარჩიო. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ, ფოტოები გადავიღეთ. მწუხრის ლოცვაზე სულ ხუთნი ვიყავით. იცოდნენ, რომ სტუმრად ქრისტიანი ჰყავდათ და ლოცვის ბოლოს, პატივისცემის ნიშნად, ყველამ პირჯვარი გადაიწერა. იმდენად გულწრფელი იყო მათი ეს მოულოდნელი მოქმედება, რომ ერთიანად გამცრა.
იმამი რამაზანი ძალიან ჯიგარი კაცია. სახლში დამპატიჟა და თავისი ცოლის გაკეთებული საჭმელებით გამიმასპინძლდა. ტრადიცია აქაც დაირღვა და ცოლიც ჩვენთან ერთად იჯდა გობის ირგვლივ. "ბევრი რამ არ მომწონს, ვცდილობ რაღაცები, რაც ძვირფასია, უფრო მეტად ძვირფასად ვაქციო და მასთან მიმართებაში ბარიერები წავშალო. ჩვენთან არ არის მიღებული კაცებთან ერთად ქალის ჯდომა, მაგრამ ჩემი ცოლი მიყვარს და ეს სიყვარული ამ კანონს არღვევს. მის გარეშე ვინ ვიქნებოდი! როგორ ვუთხრა, ჩემთვის ძვირფასი სტუმრის გვერდით არ დაჯდე-მეთქი?! სიყვარული ყველა კანონს არღვევს და მხოლოდ სიყვარულს შეუძლია კანონის შექმნა. თუ კანონს სიყვარული არ მართავს, კანონი ცრუა, სიცრუე კი შაითანის მახე. შენი გზა სიყვარულით გაავსე და ამ გზაზე ანგრიე კიდეც!" იმ ღამეს მეჩეთში, ხალიჩაზე ვიწექი. საძილე ტომარაში გახვეული, ლურჯად მოხატულ გუმბათს ავყურებდი და იმამის სიტყვებზე ვფიქრობდი.
მომდევნო შემოღამება არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. ბალიშეიში ერთ-ერთ მეჩეთში მივედი. იმამმა გადარეკ-გადმორეკა, ერთი საათი მაინც ილაპარაკა, ხან პასპორტის ნომერი გადაამოწმა, გუგლის თარგმანით ხან რა მკითხა, ხან - რა და ბოლოს მწერს: "მისაღები არ არის მეჩეთში ძილი. პოლიციაში დავრეკე. შეგამოწმებენ." სანამ ჩავიცინებ და თავს აქეთ-იქით გავაქნევ, ფანჯარაზე აკაკუნებენ. პოლიციაა. წასვლისას იმამს ცაზე მივანიშნე და "ალლაჰ!" ვუთხარი. მათეს სახარების 25-ე თავის თარგმანები უნდა ვატარო თან. ეს ის დღეა, როდესაც პოლიციელების გამო ლუკა დაიღუპა და საკმაოდ დაძაბული ვიყავი, მაგრამ ძალიან ჯიგარი ხალხი აღმოჩნდა. რომ მიხვდნენ, კრიმინალი არა ვარ, საჭმელი და ტკბილეული მომიტანეს, მერე ჩემი ამბები გამოიკითხეს. შემომთავაზეს, მანქანით წაგიყვანთ კონიაშიო.
სადაც გავჩერდი, ყველგან ერთსა და იმავეს მთავაზობენ, ჩვენ წაგიყვანთო, მაგრამ ცხადია, ყველას უარს ვეუბნები, რადგან ეს გზა ჩემით უნდა გავიარო. ველოსიპედით. მარტომ. კარგა ხანს ვისხედით და ვლაპარაკობდით. მერე ჩემთვის გამოყოფილ ოთახში წავედი დასაძინებლად. მეორე დილით განყოფილების სამზარეულოში პატარა კექსები გამოაცხვეს და რომ წავედი, გზად რამდენჯერმე დამირეკეს კიდეც, ხო კარგად ხარო. რა იქნება ჩვენც გვყავდეს ასეთი ადამიანური პოლიციელები, ადამიანების ხოცვისა და დამახინჯების ნაცვლად მათზე რომ ზრუნავენ...
სანამ ამ ტექსტს ვწერ, კარაკეჩილში ვარ. პატარა ქალაქია. ძალიან კარგი ხალხით სავსე. ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები - ყველანი სათითაოდ მეკითხებიან, რამე ხომ არ გინდაო. ერთმა მოხუცმა კაცმა ველოსიპედი მეჩეთის მოპირდაპირედ პატარა სანაყინეში დამაყენებინა, აქ არავინ არაფერს მოგპარავს, მაგრამ ძაღლები დარბიან და არ გაგიფუჭონო. მეჩეთში სამხრობისა ვილოცეთ და
სანამ ამ ტექსტს ვწერ, კარაკეჩილში ვარ. პატარა ქალაქია. ძალიან კარგი ხალხით სავსე. ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები - ყველანი სათითაოდ მეკითხებიან, რამე ხომ არ გინდაო.
საღამოს ადიელის ასაღებად სანაყინეში ჩავედი. ბიჭები იყვნენ შეკრებილი და რომ დამინახეს, ოვაციით შემხვდნენ: "გურჯისტან. ბისიკლეტ. მევლანა". ჩაი მომიტანეს. გვიანობამდე ვისხედით და გუგლის თარგმანით თითქმის ყველაფერზე ვილაპარაკეთ. ძალიან უცებ დავმეგობრდით. ერთ ღამეში იმდენი კარგი კაცი გავიცანი! ბოლოს ერთი გობიდანაც ვჭამეთ.
ყველაზე მეტად ის აკვირვებთ ხოლმე, რომ ქრისტიანი შეიძლება მუსლიმებთან ერთად ლოცულობდეს. რაც უფრო მეტ ხალხს ვეცნობი, მით უფრო მეტად მიმტკიცდება წარმოდგენა, რომ განსხვავებები ხალხებს შორის ძალიან პირობითია, ეს განსხვავებები მთლიანად გარეგანია, რომლის მიღმაც ერთი რამ დგას: ადამიანი. რელიგიებიც გარეგანია, რომელიც "ადამიანს" მოსავს და "ადამიანს" ფარავს. ნებისმიერი დარქმეული სახელის მიღმა "ადამიანია". განსხვავება მხოლოდ ადამიანის გულშია: ზოგს თბილი გული აქვს, ზოგს - გრილი. ვინ როგორი ფორმით ლოცულობს, მნიშვნელოვანი არაა, ღმერთი ერთი არა გვყავს, მაგრამ ეს სხვადასხვა ღმერთები ერთი ტრანსცენდენტული უფლის ნაწილია და თაყვანისცემა რომელიმე ერთი განცალკევებული ღმრთისა, ანგელოზისა, არსებისა თუ ქმნილებისა, თაყვანისცემაა ამ ტრანსცენდენტული უფლისა.
ახლა დილის 6 საათია, გარეთ ძალიან სქელი ნისლია, გზას ძლივს ვხედავ, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ მეჩეთია ძალიან დიდი და მე ბოლო სართულზე ვარ. ცოტა ხნის წინ, სანამ საავადმყოფოს აუშენებდნენ, მეჩეთი ჰოსპიტლის ფუნქციასაც ასრულებდა და ამიტომ აქაურებისთვის ეს ადგილი ორმაგად წმინდაა.
განთიადის ლოცვა და ისევ გზას გავუდგები. კონიამდე ორასი კილომეტრია დარჩენილი. ორი დღეც და ჩემი პილიგრიმობის პირველი ნაწილი გვირგვინს დაიდგამს.