დღეს ავღანელი ქალები 100-ზე მეტ შეზღუდვას აწყდებიან. აკონტროლებენ ყველაფერს: გარეგნობითა და გადაადგილებით დაწყებული სამუშაოსა და სწავლის უფლებით დამთავრებული. თალიბანის ე.წ. „ზნეობრივი კანონების“ დარღვევაში ბრალდებულებს ხშირად აკავებენ და აპატიმრებენ.
"ვცხოვრობ ქაბულში. 25 წლის ვარ. ავღანეთში დავამთავრე უნივერსიტეტი. ვმუშაობდი ჟურნალისტად და მქონდა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია. როდესაც ქაბული დაეცა, თალიბებმა გააუქმეს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაცია... დაკავებისას ჩემი ტელეფონი და ლეპტოპიც აიღეს... მცემეს და ელექტროშოკი დამარტყეს... მერე გამაუპატიურეს. უნამუსო ქალს მეძახდნენ. თქვეს, რომ უკვე გაფუჭებული ვარ. ოთხნი იყვნენ..."
რა ბედი ეწევა მათ, ვინც მოულოდნელად აღმოჩნდება გისოსებს მიღმა თალიბანის ციხეებში? - ეს ისტორიები ხშირად უთქმელი რჩება, რადგან რეჟიმის მსხვერპლთა უმეტესობას ემუქრებიან ან გაჩუმებას აიძულებენ. რისკების მიუხედავად, თალიბანის მმართველობის ქვეშ მცხოვრებმა სამმა ქალმა თავისი ამბავი რადიო თავისუფლებას გაუზიარა. თითოეული მათგანი თალიბებმა დააკავეს.
ფორუმი