Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ღირს ტამიფლუ სხვა ქვეყნებში და საქართველოში?


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, გამოიჩინონ კორპორატიული პასუხისმგებლობა და ტამიფლუს ფასი დაწიონ. მინისტრი ამბობს რომ, მისი ინფორმაციით, კომპანიებს ამის საშუალება აქვთ.

ამ ანტივირუსული პრეპარატის ფასი საქართველოში 70 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობს.

ტამიფლუს ფასი ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავვდება.

  • აზერბაიჯანში მედიკამენტი დაახლოებით 70 ლარი ღირს (45 მანათი).
  • სომხეთში მისი ფასი 123 ლარია (22500 დრამი), თუმცა ის ბოლო რამდენიმე წელია დეფიციტშია.
  • უკრაინაში ტამიფლუ 48 ლარი (507 გრივნა) ღირს.

რაც შეეხება ევროკავშირს, ესტონეთში ტამიფლუს ფასი 52 ლარია (17,17 ევრო). გერმანიის სააფთიაქო ქსელებში კი პრეპარატის შეძენა 116 ლარადაა შესაძლებელი (38 ევრო).

ტამიფლუს მწარმოებელი Roche group-ია. სწორედ ამ კომპანიისგან იძენენ სხვადასხვა ქვეყნები აღნიშნულ მედიკამენტს. ჯანდაცვის მინისტრი კონტრაქტის გამო, ვერ ამბობს, თუ რა უჯდება ტამიფლუს შეძენა სახელმწიფოს. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, ფასის შესახებ გაჩენილ კითხვებს "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ" უპასუხა. ასოციაციის თქმით, მათი წევრი კომპანიები ანტივირუსულ პრეპარატს მწარმოებლისგან 67,26 ლარად იძენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG