Accessibility links

როდის ჩართავენ გათბობას რუსთავის ბაგა-ბაღებში?


რუსთავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღი

გაურკვევლობა რუსთავის ბაგა ბაღებში გათბობის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ ბაგა-ბაღებში, სადაც ლოკალური გათბობა აქვთ და გაზქურები უყენიათ, საქორგაზი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე უარს ამბობს.

ახალი რეგულაციებით, რითაც ახლა ვხელმძღვანელობთ, იმ შენობებში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, გაზი საერთოდ არ უნდა შედიოდეს. უნდა იყოს ცალკე საქვაბე და ცხელი წყალი შენობაში მილებით უნდა შედიოდეს.
გელა წერეთელი

ამიტომ, რუსთავის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა თავისუფალი დასწრება გამოცხადდა. ასეთი რეჟიმი 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ეკა ხუციშვილის თქმით, სააღმზრდელო დაწესებულებებში ელოდებიან კომპანია „საქორგაზის“ სპეციალისტებს, რომლებმაც გათბობის სისტემები უნდა შეამოწმონ.

გათბობა ყველა ბაღში არ გვაქვს ჩართული. ამას აქვს თავისი მიზეზები. ეს მიზეზები გამოწვეულია რამდენიმე კვირის წინ განვითარებული მოვლენებით“.

ეკა ხუციშვილმა „განვითარებულ მოვლენებში“ იგულისხმა 18 ოქტომბერს „საქორგაზის“ მიერ რუსთავის ბაღებსა და სკოლებში შემოწმების დაწყება, რომელიც მერიის წინააღმდეგობის შემდეგ შეწყდა. „საქორგაზი“ იმ შენობებში, სადაც ცენტრალური გათბობა არა აქვთ და გაზქურებით სარგებლობენ, ბუნებრივი აირის შეწყვეტას აპირებდა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც კომპანიის წარმომადგენლები პირველი ბაგა-ბაღიდან გააძევეს. „საქორგაზის“ რუსთავის ფილიალის დირექტორმა, გელა წერეთელმა, შემოწმება წესების გამკაცრებით ახსნა:

გელა წერეთლის ინფორმაციით, მუნიციპალური ბაგა-ბაღების უმრავლესობაში, საძინებელ ოთახებში ლოკალური გამათბობლები - ე.წ. კარმა - აქვთ დამონტაჟებული.


„ახალი რეგულაციებით, რითაც ახლა ვხელმძღვანელობთ, იმ შენობებში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, გაზი საერთოდ არ უნდა შედიოდეს. უნდა იყოს ცალკე საქვაბე და ცხელი წყალი შენობაში მილებით უნდა შედიოდეს, საჭმლის მომზადება კი ელექტროქურებზე უნდა მზადდებოდეს“.

გელა წერეთლის თქმით, ოქტომბერში, აჟიოტაჟის შექმნამდე, რამდენიმე კერძო ბაღსა და სკოლას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტეს და არ აღუდგენენ, სანამ ეს დაწესებულებები ახალ წესებს არ გაითვალისწინებენ. თავის მხრივ, აღსაზრდელთა მშობლები „საქორგაზთან“ ერთად ბაგა-ბაღების გაერთიანებას საყვედურობენ:

„ვისაც არ აქვს საშუალება, რომ ბავშვი ჰყავდეს სახლში, იმათ რა ქნან? აქამდე უნდა მოეწესრიგებინათ გათბობის საკითხი. აცივდა. იცოდნენ, რომ სულ ზაფხული არ გვექნებოდა“.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 18 ოქტომბრის დაპირისპირების შემდეგ „საქორგაზს“ სააღმზრდელო დაწესებულებების შემოწმება და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება ოფიციალური წერილით სთხოვა, თუმცა, როგორც კომპანიის ადგილობრივი ფილიალის დირექტორი, გელა წერეთელი ამბობს, შესაბამის დირექტივებს დღემდე ელოდებიან:

რუსთავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღი
რუსთავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღი

„ჯერჯერობით მითითება არ მოგვსვლია. ზევით განათლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, „საქორგაზის“ სათავო ოფისი... მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ... მოითხოვეს, დრო მოგვეცით, რომ [ბაგა-ბაღებში გათბობის სისტემის მოსაწესრიგებლად] თანხები გამოვყოთ და ბიუჯეტში ჩავსვათო“.

გელა წერეთლის ინფორმაციით, მუნიციპალური ბაგა-ბაღების უმრავლესობაში, საძინებელ ოთახებში ლოკალური გამათბობლები - ე.წ. კარმა - აქვთ დამონტაჟებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG