Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მესაზღვრეებმა ქვეშის მცხოვრები საკუთარ ნაკვეთში დააკავეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის მკვიდრი 55 წლის სერგო დარბაიძე დააკავეს. დარბაიძე საკუთარ მიწის ნაკვეთში იმყოფებოდა და იქვე საქონელს აძოვებდა, რა დროსაც რუსეთის მესაზღვრეები გამოჩნდნენ და მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. დაკავებულის ვაჟი ალექსი დარბაიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით სამასი მეტრით არის დაშორებული. დაკავების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დარბაიძეს სახლში დარეკვის უფლება მისცეს.

დაკავებები საოპუპაციო ხაზთან

  • სუსის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს.
  • გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავების სულ 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი - 126.

ქვეშის მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლა საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით არის დაკავებული. განსაკუთრებით ის ადამიანები ფრთხილობენ, ვისაც ნაკვეთები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან აქვს. ქვეშელები ამბობენ, რომ სოფლის მცხოვრებთ ხშირად არ აკავებენ, მაგრამ საოკუპაციო სამხედრო ბაზის სიახლოვეს ყოფნა მაინც საშიშია.

ქვეში ოკუპირებულ ზემო არცევს ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო სამხედრო ბაზაა განთავსებული. დარბაიძე თავიდან სწორედ ამ ბაზაზე გადაიყვანეს, იქიდან დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტს გადასცეს და ცხინვალის იზოლატორში წაიყვანეს. დარბაიძის დაკავების შესახებ ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისთვის. ამოქმედებულია ცხელი ხაზი დარბაიძის გათავისუფლების მოთხოვნით. ქვეშში ჩავიდა გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც დაკავებულის ოჯახის წევრებს შეხვდა და დახმარება აღუთქვა.

საქართველოს სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეთა დაკავების სტატისტიკას ავრცელებს. სუსის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს. გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავების სულ 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი - 126.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG