Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერიას დასაშვებად მიაჩნია თბილისისკენ მიკროავტობუსების მოძრაობის განახლება


თბილისი-რუსთავის გზა
თბილისი-რუსთავის გზა

რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუას მიაჩნია, რომ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრების გადასაყვანად ავტობუსებთან ერთად მიკროავტობუსებმაც უნდა იმოძრაონ.

„კონკურენციის პირობებში ორივე ტრანსპორტის განვითარება იქნება მნიშვნელოვანი. საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, ეს დეტალიც მნიშვნელოვანია“, განაცხადა ირაკლი ტაბაღუამთბილისის მერ კახი კალაძის ინიციატივის კომენტირებისას. რუსთავის მერმა თქვა, რომ რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო დერეფანი განსაკუთრებულ განვითარებას საჭიროებს და ეს თბილისის მერისგანცხადებამაც დაადასტურა.

კალაძემ 20 მაისს თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ თბილისის მერია რუსთავსა და თბილისს შორის ახალ ავტობუსებს დანიშნავს.

მისი თქმით,დღის განმავლობაში რუსთავსა და თბილისს შორის 30 ათასამდე ადამიანი გადაადგილდება, მათ შორის სტუდენტები. მან თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს, დაავალა, წარადგინოს გეგმა, რომელზეც აღნიშნული იქნება ავტობუსების გასვლის ადგილები.
რუსთავის მერმა კალაძის ინიციატივის შესახებ პრესიდან შეიტყო. განაცხადა, რომ ავტობუსების მარშრუტები უნდა განისაზღვროსდა რუსთავში მათი ლოკაცია მოინიშნოს სამუშაო ფორმატში.
რუსთავის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ კვარაცხელიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კახი კალაძის ინიციატივის რეალიზების პროცესში რუსთაველი სპეციალისტები, მათ შორის სამუშაო ჯგუფის წევრები, უნდა ჩაერთონ. მისივე თქმით, საუბარია ასევე რუსთავში ავტობუსების საბოლოო გაჩერებების განსაზღვრაზე, კვარაცხელიამ დასძინა, რომ თბილისი-რუსთავის მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობას სპეციალური ნებართვა არ დასჭირდება, რამდენადაც თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციით, ამ მარშრუტს შიდასაქალაქო სტატუსი შეუნარჩუნდება.

ამჟამადმგზავრებს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და, პირიქით, მხოლოდ მსუბუქი ტაქსები ემსახურებიან. იმის გამო, რომ ტაქსის მძღოლებს მხოლოდ ორი მგზავრის აყვანა შეუძლით, რუსთაველები თბილისამდე მგზავრობისთვის, დაახლოებით, 10 ლარს იხდიან, რაც ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

პანდემიამდე რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანას კომპანია „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსები უზრუნველყოფდნენ, 2014 წელს რუსთავისმერიასთან გაფორმებული 14-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. 11-ვე მარშრუტს განკარგავსეს კომპანია, რომელიც, მომსახურების ხარისხისა და გაძვირებული სამგზავრო ტარიფის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. მის წინააღმდეგაქციებიც იმართებოდა. „ინტერტრანსიდან“ რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ მათი მიკროავტობუსების მუშაობისგანახლებაზე ჯერ არაფერი იციან. კომპანიამთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება.

მანამდე,ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „ინტერტრანსმა“ სამგზავროდ გადაკეთებული მიკროავტობუსებიდან დამატებითი სკამების მოხსნა დაიწყო. პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. კომპანიის ოფისიც დაკეტილია. ამასთან, „ინტერტრანსი” მუშაობის განახლებას ახალი სამგზავრო ტარიფით ითხოვს. ეს რუსთავის მერმაც დაადასტურა ადგილობრივ ლიდერთა კლუბთან ონლაინშეხვედრის დროს.

კერძოდ, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, პრევენციიის ფარგლებში და რეგულაციის გათვალისწინებით, რუსთავი-თბილისის ხაზზე გასული მიკროავტობუსები რეალური მგზავრთნაკადის მხოლოდ მესამედს დააკმაყოფილებენ, შესაბამისად,კომპანია კომპენსაციის სახით ტარიფის გაზრდას მოითხოვს.

„ზუსტად აქ არის კვანძი და პრობლემა, როგორ შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს, რადგან მგზავრობის საფასური, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სატარიფო პოლიტიკას ვერ პასუხობს“, თუმცა რუსთავის მერის აზრით, მგზავრობის საფასურის საკითხი სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს. ტაბაღუამ მოგვიანებით საჯაროდ განაცხადა, რომ ტარიფის გაძვირების შემთხვევაში განიხილება ფასთა სხვაობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება. პანდემიამდე მიკროავტობუსით მგზავრობა 1.8-2,5 ლარი ღირდა.

რუსთავის მერიას რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრთა მომსახურებისთვის ევროსტანდარტის ავტობუსებზე ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. პირობების თანახმად, გადამზიდავს მგზავრობისთვის „ინტერტრანსზე“ ნაკლები ტარიფი უნდა დაეწესებინა, მაგრამ ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა და, საბოლოოდ, გაუქმდა.

რუსთავი ელოდება ევროსტანდარტის 40 ავტობუსს, რომლის შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაფინანსება გამოყო. ქალაქში ძველი ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე ამ ავტობუსების მომსახურებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. მისი მშენებლობისა და აღჭურვისთვის 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რუსთავის მერია ვარაუდობს, რომ ავტობუსებს მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღებენ. მერია ადრე აცხადებდა, რომ 40 ავტობუსიდან 10 რუსთავი-თბილისის მარშრუტს მოემსახურებოდა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG