Accessibility links

რუსთავის საგამოცდო ცენტრი ეროვნული გამოცდების წინ


რუსთავის N22 საჯარო სკოლა

რუსთავის N22 საჯარო სკოლაში, სადაც რუსთავის საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, დასრულდა კონდიციონერების მონტაჟი იმ აუდიტორიებში, რომლებშიც აბიტურიენტები გამოცდებს ჩააბარებენ.

N22 საჯარო სკოლა გამოცდების დასრულებამდე გადასულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განკარგულებაში. შენობას იცავს დაცვის პოლიცია და სპეციალური სამსახური გაწვრთნილი ძაღლებით.

რუსთავის N22 საჯარო სკოლა
რუსთავის N22 საჯარო სკოლა

როგორც რადიო თავისუფლებას ადგილზე აცნობეს, შაბათს ცენტრი აღიჭურვება კომპიუტერებით. პირველი გამოცდა 2 ივლისს ჩატარდება, ქართული ენასა და ლიტერატურაში. საგამოცდო ცენტრს გამოცდების ორგანიზებაში ეხმარება რუსთავის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული „რუსთავი-სერვისი“, რომელიც შენობის ეზოს აწესრიგებს. „რუსთავი-სერვისმა“ შემოსაზღვრა შენობის გარე პერიმეტრი რკინის გადასატანი ჯებირებით. შენობის შესასვლელი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, თუმცა შიგნით ასეთი პირობები არ არის.

რუსთავის N22 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავის N22 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

რუსთავის საგამოცდო ცენტრში ძირითადად ქვემო ქართლში მცხოვრები აბიტურიენტები აბარებენ გამოცდებს.

წელს რუსთავის საჯარო და კერძო სკოლები 1360-მა მოსწავლემ დაამთავრა, თუმცა, როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროს რუსთავის სერვისცენტრის დირექტორი თამარ ხეჩიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, მათი ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას, რამდენი რუსთაველი მონაწილეობს ეროვნულ გამოცდებში.

რუსთავის N22 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავის N22 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 39 ათასამდე აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე - 4 500-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი - 12 300-ზე მეტი კანდიდატი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG