Accessibility links

რუსულ-ქართული დიალოგი აღდგება, როდესაც თბილისი ბოდიშს მოიხდის - ვალენტინა მატვიენკო


რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის აღდგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოში შეწყდება „რუსოფობიური ტალღა“ და ქართული მხარე ბოდიშს მოიხდის - განაცხადა 30 ივნისს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„მოიხადონ ბოდიში იმის გამო რაც მოხდა“ - თქვა მატვიენკომ - „შემდეგ კი დიალოგიც შესაძლებელი იქნება“.

ვალენტინა მატვიენკო ჟურნალისტებს ჟენევაში შეხვდა. შეხვედრაზე მან თქვა, რომ კონფლიქტი რუსეთსა და შორის არ არსებობს. „ჩვენში არ არსებობს ანტიქართული განწყობა. ჩვენ კვლავინდებურად გვიყვარს ქართველები, ერთ ქვეყანაში ერთობლივი ცხოვრების ხანგრძლივი ისტორია გაგვაჩნია“ - თქვა ფედერაციის საბჭოს სპიკერმა და დასძინა - „საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ურთიერთობები გაწყვიტოს. ამას ვიღაცის კარნახით აკეთებს. ცხადია ვისიც“.

ვალენტინა მატვიენკომ საქართველოს „საერთაშორისო თანამეგობრობის უპასუხისმგებლო წევრი“ უწოდა და თქვა - მათ კანონმდებლები მიიწვიეს და შემდეგ „მოაწყვეს პროვოკაცია, რომელიც წინასწარ იყო მომზადებული რუსოფობიური ტალღის ასაგორებლად“. მისი მტკიცებით, ამ ყველაფრის უკან დგას საქართველოში ძალაუფლებისათვის ბრძოლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG