Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოში წითელას შემთხვევებმა იმატა


ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვრის თვეში მომართვიანობამ იმატა. სამედიცინო დაწესებულების ექიმ ინფექციონისტის ინფორმაციით, მიმდინარე თვეს საავადმყოფოს 49 ადამიანმა მიმართა. მათგან საავადმყოფოში მკურნალობას ამ ეტაპზე 5 აგრძელებს.

სამეგრელოში წითელას შემთხვევებმა იმატა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00
გადმოწერა

ინფექციონისტი ლალი დარახველიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პაციენტები არიან სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. მისივე თქმით, წითელას შემთხვევები ძირითადად არის აუცრელ მოსახლეობაში:

„საერთოდ სეზონურობას ახასიათებს ამ თვის პერიოდში ერთეული შემთხვევები წითელასი, მაგრამ წელს შედარებით უფრო მეტია. ამას მთლად ეპიდემიასაც ვერ დავარქმევთ, მაგრამ პატარა ეპიდაფეთქება კი არის და ეს ძირითადად აუცრელ მოსახლეობაში. მომართვიანობა არის 18-დან 45-წლამდე ასაკის მოსახლეობის მხრიდან“.

ექიმები მოსახლეობას ურჩევენ გეგმიურ ვაქცინაციას. მათი განმარტებით, ამ გზით ქვეყანაში შესაძლებელია ავადობა შემცირდეს.

ექიმ ინფექციონისტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იმ პაციენტებს შორის, ვინც საავადმყოფოს მიმართა, წითელა არც ერთს არ გართულებია. დიდი ნაწილი 3-4 დღეში გაეწერა. ლალი დარახველიძისავე თქმით, იშვიათი შემთხვევებია, როცა უფროსი ასაკის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებას აცრებისთვის აკითხავენ.

ამას ადასტურებენ რადიო თავისუფლების რესპონდენტებიც. ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეების თქმით, ინფექციური დაავადებების თავიდან აცილებისთვის აცრები აუცილებელია, თუმცა ამ პროცედურებს ძირითადად შვილები იტარებენ, მშობლები კი არა.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით. წითელა ხასიათდება ცხელებით, გამონაყრითა და ხველებით.

ექიმები მოსახლეობას ურჩევენ გეგმიურ ვაქცინაციას. მათი განმარტებით, ამ გზით ქვეყანაში შესაძლებელია ავადობა შემცირდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG