Accessibility links

სასარგებლო ნარჩენი


ნარჩენის დახარისხებისა და გადამუშავების შესახებ გამოფენა ქუთაისში

1 ტონა ქაღალდის გადამუშავებით სიცოცხლე უნარჩუნდება 17 ხეს, პლასტმასის 25 ცალი ორლიტრიანი ბოთლის რეციკლირების შედეგად შესაძლებელია ერთი სვიტერის მოსაქსოვად საჭირო სინთეზური ძაფის მიღება, 1 ტონა პლასტმასის გადამუშავებით კი შეიძლება დაიზოგოს ორი ადამიანისთვისvწლის განმავლობაში საკმარისი ელექტროენერგია.

სასარგებლო ნარჩენი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:47 0:00

სწორედ ამიტომ ნარჩენების გადამუშავება საუკეთესო გზაა ენერგიის დაზოგვისა და გარემოს დაცვისთვის, აცხადებენ ეკოლოგები, რომლებიც ქუთაისში კონფერენციაზე შეიკრიბნენ ნარჩენების სეპარირებისა და რეციკლირების საჭიროებაზე, გამოწვევებზე, ბიზნესის განვითარების პერსპექტივებსა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე სასაუბროდ.

ნარჩენის დახარისხებისა და გადამუშავების შესახებ შეხვედრა ქუთაისში
ნარჩენის დახარისხებისა და გადამუშავების შესახებ შეხვედრა ქუთაისში

იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორისა და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები. „სპექტრის“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ცხაკაიას განცხადებით, საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს 2020 წლისთვის ოთხი ძირითადი კატეგორიის ნარჩენის დახარისხებასა და გადამუშავებას. 30-30 %-ით უნდა შემცირდესნაგავსაყრელზე ქაღალდისა და პლასტიკის გატანა, 70 %-ით - მეტალის და 20 %-ით მინის. მომდევნო ათ წელიწადში ეს მაჩვენებელი80-90 %-მდე უნდა გაიზარდოს.

ნარჩენის დახარისხებისა და გადამუშავების შესახებ გამოფენა ქუთაისში
ნარჩენის დახარისხებისა და გადამუშავების შესახებ გამოფენა ქუთაისში

ქეთევან ცხაკაიას განმარტებით, რეციკლირება ნარჩენისა და გამოყენებული მასალების გარდაქმნის პროცესია, რომლის შედეგად ახალი პროდუქტი მიიღება. ეკოლოგის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან მომავალი წლის თებერვლიდან დაიწყონ ნარჩენების სეპარირებული შეგროვება. ქეთევან ცხაკაია ამბობს, რომ ნარჩენის დახარისხებაში მნიშვნელოვანია მოსახლეობის როლი.

გარემოსდამცველ ქეთევან ცხაკაიას თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ იცოდეს და გაიაზროს, თუ რა რაოდენობით ნარჩენებს აგროვებს ყოველდღიურად და როგორია გარემოში მათი დაშლის დრო. მაგალითად, თუ ქაღალდის დაშლას 1 თვე სჭირდება, მატყლისთვის ეს დრო 1 წელია, ხის ტოტებისთვის - 4 წელი, კონსერვის ქილებისთვის საშუალოდ - 100 წელი, ალუმინისა და პლასტმასის ბოთლებისთვის -500, მინის ტარა კი საერთოდ არ იშლება.

წარმოების ყოველი პროცესი წარმოქმნის ნარჩენების ამა თუ იმ ფორმას და ბაზარზე გამოსული ყველა პროდუქტი ადრე თუ გვიან ნარჩენად იქცევა, ამიტომ ნარჩენი რესურსების უზარმაზარი დანაკარგია როგორც მასალის, ისე ენერგიის სახით, ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ციცინო თურქაძე. მისი ინფორმაციით, მომავალი წლიდან ამოქმედდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება და სპეციფიკური ელექტრომოწყობილობების ნარჩენის რეციკლირების ვალდებულება დაეკისრება მწარმოებელს ან დისტდრიბუტორს.

ნარჩენის დახარისხებისა და გადამუშავების შესახებ შეხვედრა და გამოფენა ქუთაისში
ნარჩენის დახარისხებისა და გადამუშავების შესახებ შეხვედრა და გამოფენა ქუთაისში

ქუთაისში ნარჩენებს ამუშავებს და მისგან ახალ პროდუქტს იღებს რამდენიმე საწარმო.მათ შორისაა პლასტმასის რეციკლირების საწარმო „უნადი“. მისი ხელმძღვანელის ნატალია კლინკოვას განცხადებით, უკვე 6 წელია, საწარმო იბარებს პლასტმასის დამტვრეულ საგნებს და ჭურჭელსდა მათგან გაზისა და წყლის მილებს ამზადებს. ნატალია კლინკოვას ინფორმაციით, პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია, ამიტომ აპირებს მომავალი წლიდან საწარმო გააფართოოს.

ნარჩენების მართვის, სეპარირებისა და რეციკლირების საკითხებზე ქუთაისში გამართული კონფერენციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ნარჩენების გადარჩევით შეგროვებას, გადამუშავებას და ამ სფეროს განვითარებას.

კონფერენციის პარალელურად ქუთაისში გაიმართა პლასტმასის გადამუშავების შედეგად მიღებული ნივთების გამოფენა, რომელზეც პროდუქცია ადგილობრივმა საწარმოებმა წარმოადგინეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG