Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ონლაინჩემპიონატს ჩაატარებს


საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მოჭადრაკეებს კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი უქმობისას, ონლაინტურნირზე - „სოკარის თასზე“ მონაწილეობას სთავაზობს.

შეჯიბრება 23 აპრილს დაიწყება და მასში ჩაებმებიან 2200 და მეტი ფიდეს რეიტინგის (სტანდარტი, სწრაფი, ელვისებური) მქონე ვაჟები და 1900 და მეტი ფიდეს რეიტინგის (სტანდარტი, სწრაფი, ელვისებური) მქონე ქალები. ასევე, საქართველოს 2019 წლის ასაკობრივი ჩემპიონატების (8-20 წლის) პრიზიორები და საკვალიფიკაციო ტურნირებში გამარჯვებული მოჭადრაკეები.

ონლაინტურნირზე მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებსაიტზე გაივლიან, 22 აპრილის 20:00 საათამდე. თამაშები კი დაიწყება 23-ში, 18:00 საათიდან.

შეჯიბრება გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 17 ტურად. თითოეულ მოჭადრაკეს ექნება ერთი წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 1 წამის დამატებით. ტურნირის დებულების თანახმად, მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას, თუ აღმოჩნდება, რომ მან ისარგებლა დახმარებით ტურნირის მსვლელობის დროს (კომპიუტერული პროგრამით ან სხვა პირისგან).

XS
SM
MD
LG