Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გავხდეთ ფინელი: სახელმძღვანელო საბჭოთა ჯაშუშებისთვის

არქივში აღმოჩენილ ბროშურაში წერია, რას ასწავლიდნენ საბჭოთა „უჩინმაჩინებს“ საიმისოდ, რომ ისინიადგილობრივ ფინელებში გათქვეფილიყვნენ. მასში მოცემულია რჩევები, რომლებიც ფინელების ქცევას, ჩაცმულობას და სუფრასთან მოქცევის წესებს უკავშირდება.
ცივი ომისდროინდელი დოკუმენტი „ფინელი ხალხის ცხოვრება, მორალი და ჩვევები“ ონლაინ სივრცეში პირველად 2020 წელს გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ატრიბუცია (ნამდვილობის ნიშანი) არა აქვს, ისტორიკოსი და საბჭოთა არქივის ექსპერტი ედუარდ ანდრუშენკო წიგნის ნამდვილობაში თითქმის ბოლომდე დარწმუნებულია. ანდრუშენკოს მიაჩნია, რომ წიგნი 1950-1960 წლებში დაიწერა.



XS
SM
MD
LG