Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსმუშაკი და ოლიგარქი: „ნასტია რიბკა“ ბრალდებებიდან თავის მართლებაზე გადადის


28 წლის ბელორუსი სექსმუშაკი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოეპოვება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან რუსეთის კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია, როგორც ჩანს, უკან იხევს მოსკოვში დაკავების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში. ანასტასია ვაშუკევიჩი, რომელიც ასევე ნატალია რიბკად არის ცნობილი, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და თითქმის ერთი წელი დაყო ტაილანდის ციხეში, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მოეპოვება აშშ-ის არჩევნების თაობაზე ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას საუბრის ჩანაწერი.

XS
SM
MD
LG