ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ ბოლნისის მერიაზე დაყრდნობით იუწყება, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 67 საკვლევი მასალა გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან 39 მუშევანიდან იყო აღებული, დანარჩენი კი - მიზნობრივი ჯგუფებიდან.
დღეისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 75 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმი კი, მუშევანისა და გეტას გარდა, ყველა სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრში მოიხსნა.