Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია ლაგოდეხში  - დაზარალებულია 5 თემის 100-მდე ოჯახი

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

თითქმის 24 საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 თემის 10-ზე მეტი სოფელი და 100-მდე ოჯახი დააზარალა - ამის შესახებ რადიო „თავისუფლებას“ ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა.

მერი ამბობს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძირიდადად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას ერთწლიანი კულტურები აქვს დათესილი.

ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის მერი
ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის მერი

მდივნიშვილის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურული ზარალი არ არის.

ჯონდო მდივნიშვილმა მოსახლეობის ბრალდებებსაც უპასუხა იმის თაობაზე, რომ სანიაღვრე არხები გაწმენდილი რომ ყოფილიყო, ტერიტორიები აღარ დაიტბორებოდა. მდივნიშვილი აღნიშნავს, რომ სანიაღვრე არხები მუდმივად იწმინდება, თუმცა სტიქიის მასშტაბი ისეთი დიდი იყო რომ ვერანაირი არხი ამ ოდენობის წყალს ვერ გაატარებდა.

ლაგოდეხის სოფელ საქობოში დაზარალებული მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ სამაშველო სამსახური ზოგ ადგილზე ამ დრომდე არ მისულა, ხოლო იქ სადაც მივიდნენ, იქაც დაგვიანებით.

ამ პრეტენზიას არ იზიარებს სახანძრო -სამაშველო სამსახურის უფროსი კახეთში გიორგი ჩარკვიანი. მისი თქმით, უწყებაში 80-მდე გამოძახება დაფიქსირდა. მათ თანამშრომლებს არცერთი გამოძახება უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და გამოძახებებზეც დროულად მივიდნენ.

გიორგი ჩარკვიანი, სახანძრო -სამაშველო სამსახურის უფროსი კახეთში
გიორგი ჩარკვიანი, სახანძრო -სამაშველო სამსახურის უფროსი კახეთში

ჩარკვიანის თქმით, მდინარეებში წყლის დონე უკვე იკლებს და საფრთხეც შემცირებულია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს ვკითხეთ, იგეგმება თუ არა მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაზეც მერმა გვიპასუხა რომ თუკი ინფრასტრუქტურული ზარალი იქნება, ამაზე მოგვიანებით იმსჯელებენ.

წყალდიდობა ლაგოდეხში

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხები რომ გაწმენდილი ყოფილიყო, მათ სახლები და მიწის ნაკვეთები არ დაიტბორებოდა.
1/16 სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხები რომ გაწმენდილი ყოფილიყო, მათ სახლები და მიწის ნაკვეთები არ დაიტბორებოდა.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
ადიდებული მდინარე ნინოსხევი
2/16 ადიდებული მდინარე ნინოსხევი
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
დაიტბორა სასოფლო სამეურნეო-სავარგულები.
3/16 დაიტბორა სასოფლო სამეურნეო-სავარგულები.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
სტიქიის შედეგად ლაგოდეხის სოფლებში ათეულობით სახლის პირველი სართულები დაიტბორა.
4/16 სტიქიის შედეგად ლაგოდეხის სოფლებში ათეულობით სახლის პირველი სართულები დაიტბორა.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში 80-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
5/16 სახანძრო-სამაშველო სამსახურში 80-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
თითქმის 24-საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ 10-ზე მეტი სოფელი და 100-მდე ოჯახი დააზარალა.
6/16 თითქმის 24-საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ 10-ზე მეტი სოფელი და 100-მდე ოჯახი დააზარალა.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენია სტიქიით მიყენებული ზარალი.​
7/16 ჯერჯერობით უცნობია, რამდენია სტიქიით მიყენებული ზარალი.​
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
წყალმა დააზიანა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
8/16 წყალმა დააზიანა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას ერთწლიანი კულტურები აქვს დათესილი.
9/16 დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას ერთწლიანი კულტურები აქვს დათესილი.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
მოსახლეობის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას სანიაღვრე არხების  გაწმენდის მოთხოვნით, თუმცა პრობლემა არ მოგვარდა.
10/16 მოსახლეობის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას სანიაღვრე არხების  გაწმენდის მოთხოვნით, თუმცა პრობლემა არ მოგვარდა.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
ადიდებულმა მდინარემ დატბორა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.
11/16 ადიდებულმა მდინარემ დატბორა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც სამაშველო და მერიის სამსახურები მუშაობენ.
12/16 სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც სამაშველო და მერიის სამსახურები მუშაობენ.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
ამ დროისთვის ლაგოდეხში აღარ წვიმს.
13/16  ამ დროისთვის ლაგოდეხში აღარ წვიმს.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
მდინარეებში წყლის დონე უკვე იკლებს.
14/16 მდინარეებში წყლის დონე უკვე იკლებს.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა.
15/16 სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
სოფელ მშვიდობიანში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.
16/16 სოფელ მშვიდობიანში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.
ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
Previous slide
Next slide

• 16x9 Image

გიორგი ალადაშვილი

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG