Accessibility links

სტუმრად ყოფილ პრეზიდენტთან - გიორგი მარგველაშვილი დუშეთში კოტეჯს აქირავებს


გიორგი მარგველაშვილი დუშეთში 2 წლის წინ აშენებულ კოტეჯს საერთაშორისო ტურისტულ პლატრფორმა Airbnb-ზე აქირავებს. პატარა სახლის ფასი, რომელიც იმავე ეზოში დგას, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლი, 80 დოლარია. 4 ივნისამდე მოქმედებს ფასდაკლება და აქ დასვენება 20%-ით იაფად არის შესაძლებელი.

Airbnb-ის მიხედვით, სახლის გაქირავებას ყოფილი პრეზიდენტის უფროსი შვილი, ანა უწევს ორგანიზებას და ამ დრომდე მათ სტუმრები ჯერ არ მიუღიათ. სახლების გაქირავების პლატფორმაზე არსად არის აღნიშვნა იმის შესახებ, რომ გასაქირავებელი ნაგებობა ყოფილ პრეზიდენტს ეკუთვნის.

გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს უთხრა, რომ მან ის სახლი, რომელშიც ამ დრომდე ცხოვრობს დუშეთში, 2004 წელს 2 500 დოლარად იყიდა.

გასაქირავებელი კოტეჯი კი 2 წლის წინ მან და მისმა ცოლმა ერთად ააშენეს. კოტეჯში იმ ნივთების ნაწილი, რაც ტურისტს დახვდება, ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი პირველი ლედის ხელით არ გაკეთებული და მოხარული.

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ლექციებიც ჩატარებას მიუბრუნდა. ის პოლიტიკის შესახებ ლექციას "ჯიპაში" ატარებს.

ყოფილი პირველი ლედი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის საპატიო წევრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG