Accessibility links

"იუსტიციის მინისტრმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა"


6 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სულხან სალაძე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) თავმჯდომარე. მან ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაზე თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის პირობებში მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი, აქტიური ჯგუფი თვლის, რომ მათთვის პრინციპულად მიუღებელია თეა წულუკიანის მონაწილეობით მიმდინარე მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ჩართვა. სულხან სალაძე "დილის საუბრებში" განმარტავს მიზეზებს, რან გამოცდილებაც განაპირობებს უნდობლობას იუსტიციის მინისტრის მიმართ. საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი არ იქნება ფარსი. სულხან სალაძე განმარტავს, რომ არასამთავრობოებს არ მიუმართავთ იუსტიციის მინისტრისთვის, რომ გადამდგარიყო, არამედ მიმართეს პრემიერ-მინისტრს, რომ გადაეყენებინა იუსტიციის მინისტრის. მთავრობის მეთაურმა კი მათ უპასუხა ყველაფერზე, გარდა იმისა, რასაც ითხოვდნენ.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG