Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გულწრფელად მჯერა, რომ ეს არის ბოლო შანსი!"


3 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სულხან სალაძე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) თავმჯდომარე. მან ილაპარაკა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის კონტექსტსა და დღეს არსებულ გამოწვევებზე - კერძოდ, ახალი თავმჯდომარის შერჩევის დროსა და პირობებზე. სულხან სალაძე თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარი არჩევა, როცა მის კანდიდატურას ისევ პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს, არის "ბოლო შანსი, სასამართლო სისტემაში რაღაცის შეცვლის". საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია და თავმჯდომარის კანდიდატურის წარმდგენი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სულხან სალაძე ვარაუდობს, რომ იქნება მცდელობა პროცესის გაჭიანურების და არჩევნების შემდეგ განხორციელების. ამდენად, საია-ს თავმჯდომარეც და არაერთი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც თვლიან, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებამდელი გარემოების გამოყენება.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG