Accessibility links

ტენდერი უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისთვის და დავა სასამართლოში


მშენებარე მრავალბინიანი კორპუსი

ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თამარ მეფის 10 ნომერში, მშენებარე 7-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსის ბოლო ორი ტერასის ტიპის სართულის დემონტაჟისთვის.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:19 0:00

სატენდერო პირობის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მსურველს განაცხადის გაკეთება შეუძლია 26-დან 31 მაისამდე, გამარჯვებულმა კომპანიამ კი კორპუსის 2 სართულის დემონტაჟი 70828 ლარად უნდა განახორციელოს 1 აგვისტოდან წლის ბოლომდე. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია განმარტავს, კომპანიამ „სახლი #1“ გასული წლის ზაფხულში თვითნებურად აწარმოვა სამშენებლო სამუშაო და კორექტირებული პროექტის გარეშე დააშენა ხუთსართულიან სახლს ორი სართული, რისთვისაც მშენებელ კომპანიასგასული წლის დეკემბერშიჯერ გაფრთხილება მისცეს და შემდეგ საჯარიმოსანქცია დააკისრეს. ზვიად ჯავახია კომპანიას მოუწოდებსკორპუსი პროექტის შესაბამისად დაასრულოს.

მშენებარე მრავალბინიანი კორპუსი
მშენებარე მრავალბინიანი კორპუსი

ზვიად ჯავახიას განცხადებას გასულ ზაფხულს ქალაქის ცენტრში მშენებარე კორპუსზე ორისართულის უნებართვოდ დაშენების შესახებ არ ეთანხმება მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ბაქარ ჭეიშვილი და აცხადებს, რომ თვითნებური მშენებლობა გასულ წელს მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისსამსახურის ხელმძღვანელად აღარ მუშაობდა.ბაქარ ჭეიშვილისავე განცხადებით, კომპანია ვალდებულია პროექტით გათვალისწინებული მშენებლობა აწარმოოს და მოახდინოს თვითნებურად დაშენებული ორი სართულის დემონტაჟი.

მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ბაქარ ჭეიშვილისავე განმარტებით, გასულ წელს კომპანიამ მერიას მიმართა პროექტის კორექტირებისთვის და ორი სართულის დაშენების ნებართვა ითხოვა, რის გამოც მერიამ პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა შესათანხმებლად, სააგენტომ კი ხუთსართულიანი კორპუსის პარამეტრების ორი სართულით გაზრდა მიზანშეუწონლად ჩათვალა, რადგან მიიჩნია, რომ შენობის გაბარიტები ისედაც აჭარბებდა დასაშვებ ზღვარს და ტვირთავდა განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებულ მონაკვეთს.

მშენებარე მრავალბინიანი კორპუსი
მშენებარე მრავალბინიანი კორპუსი

თავის მხრივ, მერიის მიერ შენობის ორი სართულის დაშლისა და სამშენებლო ნარჩენის გატანისთვის გამოცხადებულ ტენდერს კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნევს სამშენებლო კომპანია „სახლი #1“-ის იურისტი, ერმილე ჭეიშვილი. იურისტის განცხადებით, დემონტაჟის შესახებ მერიის განკარგულება, რომლის საფუძველზეც ტენდერი უნდა ჩატარდეს, სასამართლოში ცოტა ხნის წინ გაასაჩივრეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში მიიღო. ერმილე ჭეიშვილისავე განცხადებით, მერიას არა აქვს უფლება სასამართლო დავის პარალელურად აწარმოოს ტენდერი და თვითმმართველი ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

სამშენებლო კომპანია „სახლი #1“-ის იურისტი ერმილე ჭეიშვილი არ უარყოფს, რომ კორპუსზე მეექვსე და მეშვიდე სართულების მშენებლობა უნებართვოდ განხორციელდა, მაგრამ დასძენს, რომ შენობა ქუთაისის ცენტრალური ნაწილის იერსახეს არ ამახინჯებს და ტექნიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სავსებით შეესაბამება კანონმდებლობას. ერმილე ჭეიშვილისავე განცხადებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა, მას გადამწყვეტი იურიდიული მნიშვნელობა არ აქვსდა სხვა მშენებლობებთან მიმართებით მერიამ იგი რამდენჯერმე არ გაითვალისწინა.

სამშენებლო კომპანია „სახლი #1“-ის იურისტის, ერმილე ჭეიშვილის, საპასუხოდ ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ რადგან კომპანიამ არ გაითვალისწინა გაფრთხილება და არ მოახდინა ორი სართულის დემონტაჟი, კანონის ფარგლებში ამოქმედდა იძულების წესი, ამასთან, „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონით, კომპანიას დაევალება მთლიანად აანაზღაუროს დემონტაჟისთვის გაწეული ხარჯი.ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, თამარ მეფის ქუჩაზე, კინო „საქართველოს“ მიმდებარედ, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა იქ არსებული ძველი, ამორტიზებული ერთსართულიანი სახლების ადგილზე2 წლის წინდაიწყო. ქუჩის მხრიდან სახლი ხუთსართულიანია. პირველი სართული სავაჭრო ფართებისთვისაა განკუთვნილი, ორი ტერასის ტიპისსართული კიშენობის უკანა ნაწილზეა დაშენებული და ქუჩის მხრიდან არ მოჩანს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG