Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეფიკინგში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს


ბერძნული მედიის ცნობით, 46 წლის კაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და საბერძნეთში ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული, პოლიციის იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს. ამავე წყაროს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა და შემთხვევა 28 მაისს მოხდა ალექსანდროპოლისში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია და, უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა.

„სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

XS
SM
MD
LG