Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კერძო თავშესაფრებზე მოთხოვნა იზრდება


საილუსტრაციო ფოტო: 65 წლის მიხაილო იურკივი, ამოდის მცირე ბუნკერიდან, რომელშიც ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა რუსეთის ოკუპაციის დროს. 26 ოქტომბერი, 2022 წ.
საილუსტრაციო ფოტო: 65 წლის მიხაილო იურკივი, ამოდის მცირე ბუნკერიდან, რომელშიც ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა რუსეთის ოკუპაციის დროს. 26 ოქტომბერი, 2022 წ.

უკრაინაში მოთხოვნა იზრდება კერძო თავშესაფრებზე. მშენებლები კლიენტებს სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების თავშესაფრებს სთავაზობენ.

კომპანიების უმეტესობა მომხმარებელს ჰპირდება, რომ მათ მიერ დამზადებული თავშესაფარი მათ საარტილერიო სროლისგან, ნამსხვრევებისგან, აფეთქების ტალღისგან დაიცავს. რაც შეეხება პირდაპირ დარტყმას, ამ შემთხვევაში გადარჩენის გარანტიას არავინ იძლევა.

„პირველი თავშესაფრები ივნისსა და ივლისში გავყიდეთ, მაგრამ ძირითადად მაინც ახლა იყიდება, მასობრივი დაბომბვის შემდეგ“, - ამბობს ვლადიმირ კრეხოვეცკი. მისი კომპანია ლვოვში თავშესაფრებს აშენებს.

თავშესაფრებს აგებენ კიევთანაც. თავდაპირველად ეს პროექტი რეკრეაციული მიზნებისთვის იყო შემუშავებული. კიევის გარეუბანში პატარა ქალაქი უნდა აეშენებინათ, ჰობიტების სახლების სტილში. ომის დაწყების შემდეგ მოუხდათ კონცეფციისთვის გადაეხედათ და „ჰობიტების“ სამყოფელი ბეტონით აეგოთ.

„ეს ერთიანი, მთლიანი ჩამოსხმაა, ბზარის გარეშე. როდესაც უბრალოდ ბლოკებს აწყობ, მათ შორის მაინც რჩება სამოძრაო სივრცე და შეიძლება ჩამოინგრეს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

კიდევ ერთი უკრაინული კომპანია თავშესაფრებს მრგვალი კედლებით აშენებს, ის აფეთქების ტალღას უფრო კარგად იჭერს. კლიენტს თავისი ვარიანტის შერჩევა პირდაპირ საიტზე შეუძლია. კიდევ ერთი პოპულარული თავშესაფარი - ფოლადის კარკასია, რომელიც წინასწარ მომზადებულ საძირკველზე მაგრდება და ბეტონით იფარება.

ინტერნეტში არის ვიდეოგაკვეთილებიც, რომლებიც გვასწავლის, თუ როგორ უნდა ავაშენოთ თავშესაფარი დამოუკიდებლად. თუმცა, ექსპერტები შენიშნავენ, რომ მსგავსი კონსტრუქციები უფრო კონსერვების შესანახად გამოდგება და არა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

შენობა სარაკეტო თავდასხმის შემდეგ
შენობა სარაკეტო თავდასხმის შემდეგ

„რა თქმა უნდა, კარგია, თავშესაფარი რომ გაქვს, მაგრამ ის სტანდარტების მიხედვით უნდა იყოს გაკეთებული. მაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მოხვდა ჭურვი სარდაფს, რომელშიც ხალხი იმალებოდა. ცოცხალი არავინ დარჩენილა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სარდაფები უკვე აღარ შველის, - ამბობს იგორ მოლოდანი, გამნაღმველების ასოციაციის ექსპერტი, - სანდო კონსტრუქცია მონოლითური უნდა იყოს, ზემოდან სულ მცირე ერთი მეტრის სიმაღლეზე მიწით დაფარული. მნიშვნელოვანია ვენტილაციის სისტემაც“.

არსებობს სხვადასხვა სახის თავშესაფრები, სხვადასხვა პირობებით.

„ეს საშხაპეა. აქ ნიჟარას დავაყენებთ, ტუალეტი, პირსახოცების გასაშრობი“, - ამბობს ალექსეი ლევკოვსკი.

„მთელი კონსტრუქცია 13 ტონას იწონის. თავშესაფარი 15 კაცისთვის 5500 დოლარი ღირს, ეს თავად ბეტონის კონსტრუქცია, მისი მონტაჟი კიდევ 2000 დოლარამდე ჯდება“, - განმარტავს ვლადიმირ კრეხოვეცკი.

საინვესტიციო პორტალი „მინფონი“ იტყობინება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავშესაფრების მიმართ ინტერესი 20-ჯერ გაიზარდა. მაღალი ღირებულება რომ არა, მოთხოვნა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ფასები კვადრატულ მეტრზე 550 დოლარიდან იწყება და შეიძლება 100 ათასი დოლარიც დაჯდეს. ასეთი თავშესაფრების აშენება მხოლოდ დიდ კომპანიებს შეუძლიათ. გრანტებისა და სახელმწიფო დოტაციის მეშვეობით მათი გაკეთება შესაძლებელია სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG